ალბანეთის ნაკრების შემადგენლობა ევრო 2024-ზე
ალბანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. მთავარმა მწვრთნელმა სილვინიომ ევრო 2024-ზე 26 ფეხბურთელი წაიყვანა, შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ეტრიტ ბერიშა ("ემპოლი"), ელჰან კასტრატი ("ჩიტადელა"), თომას სტრაკოშა ("ბრენტფორდი").
მცველები: ივან ბალიუ ("რაიო ვალეკანო"), მარიო მიტაი ("ლოკომოტივი მოსკოვი"), ელსეიდ ჰისაი ("ლაციო"), არლინდ აჯეტი ("კლუჟი"), ბერატ ჯიმშიტი ("ატალანტა"), ენეა მიჰაი ("ფამალიკაო"), არდიან ისმაილი ("ემპოლი"), მარაშ კუმბულა ("სასუოლო"), ნასერ ალიჯი ("ვოლუნტარი").
ნახევარმცველები: კლაუსი გიასულა ("დარმშდადტი"), ნედიმ ბაირამი ("სასუოლო"), ქაზიმ ლაჩი ("სპარტა"), ტოლენტ სეფერი ("ბანიასი"), ილბერ რამადანი ("ლეჩე"), კრისტიან ასლანი ("ინტერი"), ამირ აბრაში ("გრასჰოპერსი").
თავდამსხმელები: რეი მანაი ("სივასპორი"), იასირ ასანი ("გუანჯუ"), არმანდო ბროია ("ფულჰემი"), მედონ ბერიშა ("ლასკი"), ერნესტ მუჩი ("ბეშიქთაში"), მირლინდ დაკუ ("რუბინი"), არბერ ჰოქსა ("დინამო ზაგრები").
ალბანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატამდე 2 მოსამზადებელი მატჩი უკვე გამართა, ამხანაგურ შეხვედრებში ჯერ ლიხტენშტეინი დაამარცხა 3:0, ხოლო შემდეგ აზერბაიჯანი 3:1.
ალბანეთი ევრო 2024-ზე B ჯგუფშია, სადაც ჯერ 15 ივნისს იტალიას შეხვდება, 19-ში ხორვატიას, ხოლო ჯგუფის ბოლო შეხვედრას 24 ივნისს ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.