Belive

ალან შირერმა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ალან შირერმა, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი უწოდა:

,,ამ მომენტისთვის ჰოლანდი მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია, ის ხომ გოლებს მსოფლიოს ურთულეს ლიგაში იტანს.

მესმის, რომ მას შესანიშნავი თანაგუნდელები ჰყავს, მაგრამ მომენტებს გამოყენება სჭირდება, ერლინგი კი ამას ისე მარტივად აკეთებს, ამტკიცებს, რომ ახლა მასზე უკეთესი გამტანი არავინაა.

ჰოლანდი უმაღლესი დონის შემსრულებელია და აშკარად ჩანს, რომ ამ ყველაფრისგან უდიდეს სიამოვნებას იღებს, რასაც ძალიან ვაფასებ. ვხედავ, რომ საკუთარ თავში ბოლომდე დარწმუნებულია, რაც საოცარი შეგრძნებაა.'' - ალან შირერი

მიმდინარე სეზონში ერლინგ ჰოლანდის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 4 შეხვედრაში 7 გოლია.

სხვა სტატიები