ალ ნასრმა კრიშტიანუ რონალდუს სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კრიშტიანუ რონალდუ ,,ალ ნასრში'' გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას CBS Sports-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით არაბულმა კლუბმა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის სამედიცინო შემოწმება უკვე ჩანიშნა.
Marca-ს ინფორმაციით, რონალდუმ ,,ალ ნასრთან” კონტრაქტის პირობები შეათანხმა. პორტუგალიელი ახალ გუნდთან 2.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, 2030 წლამდე კი კლუბის ელჩი იქნება.
როგორც CBS Sports-ი წერს, კრიშტიანუს ანაზღაურება ,,ალ ნასრში'' კვირაში 1 მილიონ დოლარს აღემატება.
🚨 BREAKING: Cristiano Ronaldo's medical for Saudi Arabian club Al Nassr has been scheduled according to CBS Sport! pic.twitter.com/ek11HihmMQ
— Football Hub (@FootbalIhub) December 26, 2022