Belive

ალ ნასრის სპორტული დირექტორი: ,,რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ ნასრის'' სპორტულმა დირექტორმა, მარსელო სალაზარმა, კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა:

,,უფლებამოსილი არ ვარ, ან ,,კი'' ვთქვა ან ,,არა'''. დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები წლის ბოლომდე.

შემიძლია ვთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ჩემთვის, როგორც სპორტსმენისთვის, ყოველთვის მაგალითი იყო. და როგორც პორტუგალიის მოქალაქე, მას ყოველთვის ვგულშემატკივრობდი,'' - სალაზარის სიტყვებს Record-ი ციტირებს.

Marca-ს ინფორმაციით, რონალდუმ ,,ალ ნასრთან'' კონტრაქტის პირობები უკვე შეათანხმა. პორტუგალიელი არაბულ გუნდთან 2.5-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, 2030 წლამდე კი კლუბის ელჩი იქნება.

სხვა სტატიები