Belive

უხამსი საქციელის გამო არაბი იურისტი რონალდუს დეპორტაციას ითხოვს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბმა ადვოკატმა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ის პორტუგალიელი ვარსკვლავის დაპატიმრებას და ქვეყნიდან დეპორტაციას ითხოვს.

სამშაბათს კრიშტიანუს "ალ ნასრი" "ალ ჰილალის" წინააღმდეგ 2:0 დამარცხდა. მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივრები ლიონელ მესის სახელის სკანდირებით პორტუგალიელის წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ. პორტუგალიელმა შემტევმა კი ფანებს უხამსი საქციელით უპასუხა.

აღნიშნული ქმედების გამო, რონალდუ შესაძლოა დიდ შარში გაეხვეს. ნუუფ ბინ აჰმედმა, ადვოკატმა, რომელიც გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიაში მუშაობას, ტვიტერის საშუალებით სპორტსმენის დასჯა მოითხოვა.

"კრიშტიანუს საქციელი დანაშაულია. უხამსი საჯარო ქმედება,ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი იმ დანაშაულთაგანია, რომელიც უცხოელის მიერ ჩადენის შემთხვევაში დაკავებასა და დეპორტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჩივარს აუცილებლად წარვადგენ." - წერს ადვოკატი საკუთარი სოციალური გვედრის საშუალებით.

ადვოკატის ამ მოთხოვნას ზოგიერთმა ჟურნალისტმაც აუბა მხარი და პორტუგალიელი შემტევის დასჯა მოითხოვა. მისი ფეხბურთელის საქციელზე კომენტარის გაკეთება სთხოვეს "ალ ნასრს". გუნდმა განაცხადა, რომ კრიშტიანუს მსგავსი ქმედება ტრავმიდან გამომდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ საუდის არაბეთის კიდევ ერთ მკაცრ კანონს არღვევს. ის ცხოვრობს ჯორჯინა როდრიგესთან ერთად, რომელთანაც ქორწინებაში არ იმყოფება. თუმცა, ამ შემთხვევისთვის შესაბამისმა ორგანოებმა გამონაკლისი დაუშვეს და წყვილს ერთად ცხოვრების უფლება დართეს.

სხვა სტატიები