ალ-ხელაიფი: ,,მბაპე უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია''
,,პარი სენ ჟერმენის'' პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ, კილიან მბაპეს მომავლის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა:
,,ჩემი პოზიცია გასაგებია. ყოველ ჯერზე ამის გამეორება არ მსურს: ჩვენ გვინდა, რომ კილიანი ,,პსჟ-ში'' დარჩეს. მაგრამ, თუ იგივე მბაპესაც სურს, მაშინ მან გუნდთან ახალი კონტრაქტი უნდა გააფორმოს.
ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და უფასოდ ვერ წავა, ეს შეუძლებელია. ის თავად ამბობდა, რომ უფასოდ არასდროს წავიდოდა, თუ მან დღეს აზრი შეიცვალა, ეს ჩემი ბრალი არ არის,'' - ალ-ხელაიფის სიტყვებს RMC- ციტირებს.
გასულ სეზონში მბაპემ ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 43 შეხვედრაში 41 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა. 24 წლის ფეხბურთელს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
🚨 Al Khelaifi on Mbappé: “We do NOT want him to leave for free in 2024”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 5, 2023
“Our position is clear. If Kylian wants to stay, we want him to stay. But he needs to sign a new contract”.
“We don’t want to lose the best player in the world for free, it’s impossible”. pic.twitter.com/2n53QcOSLg