Belive

ფანი, რომელმაც ალ იტიჰადის ფეხბურთელი გაროზგა, დააკავეს

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საუდის არაბეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში ,,ალ ჰილალმა'' ,,ალ იტიჰადს'' 4:1 მოუგო.

მატჩის დასრულების შემდეგ, აბდერაზაკ ჰამდალასა და გულშემატკივარს შორის მომხდარ ინციდენტს სოც. ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ერთ-ერთმა ქომაგმა მაროკოელი ფეხბურთელი პირდაპირ ტრიბუნიდან მათრახით გაროზგა.

არაერთი არაბული მედიასაშუალების ინფორმაციით, დამნაშავე სტადიონის დაცვამ დააკავა, რის შემდეგაც ის აბუ დაბის პოლიციაში გადაიყვანეს.

როგორც Globo Esporte წერს, კაცი, რომელმაც ,,ალ იტიჰადის'' თავდამსხმელზე იძალადა, ,,ალ ჰილალის'' ფანია (ზოგიერთი წყაროს ცნობით, ალ იტიჰადის უკმაყოფილო გულშემატკივარია, რაც არ დასტურდება).

გამოცემის ცნობით, ქომაგების უკმაყოფილება გატანილი გოლის შემდეგ ჰამდალას ჟესტმა გამოიწვია, რომელმაც მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს გაჩუმებისკენ მოუწოდა. მატჩის შემდეგ კი მაყურებლებსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა.

სხვა სტატიები