Belive

ალ ეტიფაქი ჰენდერსონის ტიაგო ალკანტარათი ჩანაცვლებას გეგმავს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზაფხულში ჯორდან ჰენდერსონმა "ლივერპული" დატოვა და საუდის არაბეთის ჩემპიონატში გადავიდა. ინგლისელი ფეხბურთელი "ალ ეტიფაქს" შეუერთდა, რომლის მთავარი მწვრთნელი სტივენ ჯერარდია.

დღეს კი, ინგლისელმა არაბეთი დატოვა და ევროპაში დაბრუნდა. ჯორდანი კარიერა ნიდერლანდებში, "აიაქსის" რიგებში გააგრძელებს.

სპორტულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული კლუბი კიდევ ერთი ლივერპულელის, კერძოდ კი, ტიაგო ალკანტარას დამატებას გეგმავს. 90min-ის თქმით, ამის მთავარი ინიციატორი სტივენ ჯერარდია.

აღსანიშნავია, რომ მერსისაიდულ კლუბში გადასვლის შემდეგ, ესპანელს ტრავმები ძალიან აწუხებს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ტიაგომ ბოლოს აპრილში ითამაშა. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ ალკანტარა მოედანს თებერვალში დაუბრუნდება.

სხვა სტატიები