Belive

ახალი ფორმა და 6 ახალი ფეხბურთელი - მოქმედი ჩემპიონი ძლიერდება

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ცოტა ხნის წინ გაცნობეთ, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, "დინამო ბათუმი" 2022 წის სეზონისთვის მზადებას იწყებდა და კლუბმა წლის პირველი ტრანსფერებიც გამოაცხადა - გუნდში ორი ლეგიონერი, სერბი, მილან რადინი და მონტენეგროელი, სტეფან დენკოვიჩი მივიდნენ. მოგვიანებით, აჭარულმა კლუბმა ოთხი ქართველი ფეხბურთელის დამატებაც დაადასტურა, რაზეც ქართულ მედიაში ბოლო დროს ბევრი იწერებოდა. გუნდს გორის "დილას" ყოფილი და ერონული ლიგის 2021 წლის სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, ირაკლი ბიძინაშვილი, მარტვილის "მერანის" ყოფილი მეკარე, გიორგი ბეგაშვილი, ქობულეთის "შუქურას" და ქუთაისის "ტორპედოს" ყოფილი ცენტრალური მცველები, შესაბამისად, გიორგი რეხვიაშვილი და ლუკა ქაფიანიძე დაიმატა. ასევე, გუნდთან ერთად საქართველოს ნაკრების გამოცდილი ნახევარმცველი, ჯანო ანანიძე ვარჯიშობს. ამავე დროს, ცნობილია, რომ "დინამო ბათუმს" მომსახურებას ახალი კომპანია, გაუწევს და კლუბის ეკიპირებაზე სპორტული კომპანია, "ერეა" იზრუნებს. აქამდე, ამ მიმართულებით გუნდს "პუმა" ამარაგებდა. ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონს სწორედ "დინამო ბათუმისა" და ბოლნისის "სიონის" დაპირისპირება გახსნის, რომელიც 25 თებერვალს, ბათუმი არენაზე შედგება და 19:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები