Belive

ლეხის მწვრთნელი: "ჩემპიონივით ვითამაშეთ, მთელი პოლონეთი ჩვენით ამაყობს"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, "დინამო ბათუმი" პოზნანის "ლეხთან" სტუმრად - 0:5 განადგურდა. მატჩის დასრულების შემდეგ მძიმე მარცხზე კომენტარი პოლონური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯონ ვან დენ ბრომმა გააკეთა და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
"საბოლოოდ, ისე ვითამაშეთ, როგორც ჩემპიონს შეეფერებოდა, ყველაფერი კარგად გამოვიდა და თამაშის დროს ზუსტად ისე გამოვიყურებოდით, როგორც უნდა გვეთამაშა. ძალიან ვამაყობ გუნდით, შემიძლია კომპლიმენტები ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს. თუმცა, ამინდმა ხელი შეგვიშალა, რადგან რთული იყო ამ ტემპერატურაზე ფეხბურთის თამაში. აღსანიშნავია ანგარიშიც - 5:0. ვფიქრობ, დღეს მთელი პოლონეთი კმაყოფილია ჩემპიონის თამაშით. შემიძლია ვთქვა, რომ გუნდურმა სულისკვეთებამ და რწმენამ შედეგი გამოიღო, ფეხბურთელებმა იმედი არ გამიცრუეს", - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.
საპასუხო შეხვედრა გუნდებს შორის 28 ივლისს, ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები