Belive

დინამო ბათუმი 6:1 მონღოლეთი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"დინამო ბათუმმა" მონღოლეთის საფეხბურთო ნაკრები 6:1 დაამარცხა. "ანგისას საფეხბურთო ბაზაზე" გამართული ამხანაგური მატჩი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

გადახალისებული შემადგენლობით მოასპარეზე "დინამო ბათუმმა" მეტოქე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა. ბათუმელები სწრაფადვე დაწინაურდნენ და 6:0 იმარჯვებდნენ, რის შემდეგაც გუნდი ოდნავ მოდუნდა და მეტოქეს 1 ბურთის გაქვითვის შესაძლებლობა მიეცა. საბოლოოდ მონღოლები ისეთივე ანგარიშით დამარცხდნენ, როგორც რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან.

ბათუმური კლუბის შემადგენლობაში, გატანილი გოლების ავტორები საშა ბალიჩი, ჯოვინო ფლამარიონი, გიორგი ზარია, მუსა კონატე, თორნიკე კაპანაძე და ივან ლიტვინენკო გახდნენ.

ორ შეხვედრაში გაშვებული 12 გოლის მიუხედავად, საქართველოში გამართული მატჩები მონღოლთათვის დადებითად შეიძლება შეფასდეს, რადგან მათ მიჯრით ორ შეხვედრაში შეძლეს გოლის გატანა. აღსანიშნავია, რომ მონღოლეთის საფეხბურთო ნაკრები ევროპულ საფეხბურთო ნაკრებსა და კლუბს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდა.

სხვა სტატიები