Belive

"ახალი მწვრთნელის მთავარი დასაყრდენი იქნება" - იტალიური მედია კვარაცხელიაზე საუბრობს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედია იმის შესახებ საუბრობს, რომ საქართველოს ნაკრების და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ სეზონში გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელის, რუდი გარსიასთავის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი იქნება და ფრანგი მწვრთნელი მისგან მოელის, რომ გუნდისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს.

"კვარაცხელია იქნება ის ადამიანი, რომლისგანაც რუდი გარსიას ყველაზე დიდი მოლოდინი აქვს.

ველით იმის გაგებას, თუ როგორ დასრულდება ოსიმენის მომავალთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი, ქართველი კი ის ვარსკვლავია, რომელიც აუცილებლად გაიბრწყინებს მარადონაზე.

შემდეგი დღეების განმავლობაში, რუდი გარსია აქტიურად იმუშავებს ტექნიკურ ფეხბურთელთან, რათა რთულ სიტუაციებში განსხვავება შექმნას. მისგან მოითხოვს, რომ ნახტომი გააკეთოს და გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახდეს", - წერს Il Mattino.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის 2022/23 წლების სადებიუტო სეზონი ფანტასტიკური გამოვიდა. 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა "ნაპოლის" შემადგენლობაში ჩატარებულ 43 მატჩში 14 გოლის გატანა 14 საგოლე პასის გაკეთება, 5 პენალტის მოპოვება შეძლო, გუნდს 33-წლიანი პაუზის შემდეგ ისტორიაში მესამე სკუდეტოს მოგებაში დაეხმარა, სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სეზონის საუკეთესო გოლის ავტორი გახდა.

სხვა სტატიები