Belive

ახალი კონტრაქტი და 100 მილიონი - ვალენსია და მამარდაშვილი შეთანხმდნენ

2 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ესპანური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი და საფეხბურთო კლუბი "ვალენსია" ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის პირობებიც შთამბეჭდავია. AS-ის ინფორმაციით, გიორგი მამარდაშვილისთვის კონტრაქტის განახლება "ვალენსიას" ერთ-ერთი მთავარი მიზანია და ამ მიზნის მიღწევაზე "ღამურების" ხელმძღვანელობა მაისის თვიდან მოყოლებული მუშაობს. https://www.live.ge/fexburti/mamardashvili-la-ligis-10-qhvelaze-dzviradghirebul-mekares-shorisaa/ წყაროს ცნობით კლუბმა მამარდაშვილი და მისი წარმომადგენლები შეხვედრაზე დაიბარა, სადაც 21 წლის მეკარეს ისეთი პირობები წაუყენეს, რომელიც მისი მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა, ამავე დროს, ახალგაზრდა გოლკიპერი "ვალენსიაში" თავს ბედნიერად გრძნობს და ესპანური გრანდის დატოვება არ სურს. ცნობილი ხდება, რომ მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გაუმჯობესებულ კონტრაქტზე ჯერ არ ყოფილა. https://www.live.ge/fexburti/marca-totenhemi-mamardashvilisthvis-brdzolashi-chaertho/ რაც შეეხება დეტალებს, ახალი კონტრაქტი ძალაში შესვლის შემდეგ 2027 წლამდე იმოქმედებს და ქართველი მეკარის გამოსასყიდი თანხა სხვა კლუბებისთვის დაინტერესების შემთხვევაში 100 მილიონი ევრო იქნება. იქამდე კი, სანამ "ვალენსია" ფინანსური სამართლიანი თამაშის წესებთან დაკავშირებულ საკითხებს მოაგვარებს, მამარდაშვილის დამატებით სხვა კლუბები ინტერესდებიან, რომლებსაც "დინამო თბილისის" აღზრდილი მეკარის დამატება 20 მილიონ ევროდ სურთ. ამ კლუბებს შორის ესპანური მედია "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელსაც ახსენებს. 21 წლის გიორგი მამარდაშვილმა 2021/22 წლების სეზონში, “ვალენსიას” მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 22 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.  

სხვა სტატიები