Belive

"ახალგაზრდა ფენომენი" - ნაპოლი კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ხვიჩა კვარაცხელიას გაბრწყინების შემდეგ, "ნაპოლი" კიდევ ერთ ქართველ ფეხბურთელს აკვირდება.

როგორც ირკვევა, იტალიური გრანდის სკაუტები საქართველოს 19 და 21-წლამდე ნაკრებების მარცხენა შემტევს, გიორგი კვერნაძეს აკვირდებიან.

"საბურთალოს" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი, რომელიც 2022 წლის ეროვნული ლიგის სეზონში "თელავის" შემადგენლობაში გამოდიოდა, სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ლიდერის ინტერესების სფეროში მოექცა.

უფრო უკეთ რომ გაგაცნოთ, გიორგი კვერნაძე 19 წლის ტექნიკური გარემარბი გახლავთ, რომელიც ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, სადაც ჩვენი ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია. 1.87 სმ სიმაღლის ფეხბურთელმა 2022 წელს კახური კლუბის შემადგენლობაში 4 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, ხოლო 21-წლამდელთა ნაკრებში სამი შეხვედრა ჩაატარა.

სხვა სტატიები