ნაპოლის პრეზიდენტი სუპერ ლიგას მხარს უჭერს
ახალ ევროპული საკლუბო ტურნირს უამრავ მოწინააღმდეგესთან ერთად, მხარდამჭერებიც ჰყავს. ნაპოლი მზადაა სუპერლიგის პროექტს შეუერთდეს.
დღეს ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა ახალი ტურნირის ინტერესები და დაადგინა, რომ ფიფა და უეფა „ბოროტად იყენებენ თავიანთ დომინანტურ პოზიციას“.
ANSA-ს ცნობით, ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტი, აურელიო დე ლაურენტისი სასამართლოს გადაწყვეტილებას დადებითად გამოეხმაურა. ის მზადაა მონაწილეობა მიიღოს დიალოგში სხვა დიდ ევროპულ კლუბებთან, რათა ერთობლივად განავითარონ პროექტი.
აღსანიშნავია, რომ დე ლაურენტისმა არაერთხელ განაცხადა, რომ მხარს უჭერს სუპერ ლიგას, როგორც ალტერნატიულ ტურნირს, თუ ის მერიტოკრატიული პრინციპებით იქნება ორგანიზებული.
Napoli’s President Aurelio De Laurentiis has given his availability to join the Super League’s project#SuperLeague pic.twitter.com/GnEvMGi0GE
— Olt Sports (@oltsport_) December 21, 2023