ახალგაზრდა ლეო მესი - დევიდ მორენოზე ლა მასიაში დიდ იმედებს ამყარებენ
ბარსელონას აკადემიაში ახალი მესი იზრდება, ესპანურ მედიებში დღესდღეობით ძალიან აქტუალურია 13 წლის ტალანტი დევიდ მორენო, რომელმაც ამ სეზონში ლა მასიას აკადემიის 22 მატჩში 18 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა.
Diario SPORT ნიჭიერ ფეხბურთელზე წერს:
მორენო ბარსას ახალგაზრდულ აკადემიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე მოთამაშეა. მან თავი დაიმკვიდრა როგორც ყველაზე არაპროგნოზირებადმა და სანახაობრივმა ფეხბურთელმა, მის შემთხვევაში სტატისტიკა არ ასახავს იმას, რასაც ის მოედანზე აკეთებს.
მისი ტექნიკური უნარები საოცარია, მაგრამ მის თამაშში ყველაზე კარგი რამ სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარია. კიდევ ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ამ ახალგაზრდას ასე საინტერესოს ხდის, მისი ხასიათია, რადგან დევიდ მორენო ყოველთვის ჩნდება იქ და ისეთ მომენტში, როდესაც გუნდს სჭირდება და სწორედ იქ ავლენს თავის გამორჩეულ თვისებებს.
დევიდ მორენოს მომენტები ესპანიოლის წინააღმდეგ:
David Moreno (🇪🇸/012) vs RCD Espanyol - 2 Goles | "Mini" Superestrella ⭐🚀 pic.twitter.com/yxG7kYlisl
— Talentos Españoles / Jesús Mayor (@talento20Espano) April 6, 2025
სხვადასხვა მედიები ახალგაზრდა ფეხბურთელს ლიონელ მესის ტყუილად არ ადარებენ, რადგან ის მარცხენა ფეხით მოთამაშე შემტევი ნახევარმცველია. ჯერჯერობით დევიდს არანაირი ტრავმა არ მიუღია, მაგრამ მესის მსგავსად მასაც ზრდის პრობლემები აქვს, ამ ტიპის დაბრკოლება მოზარდებში ხშირია და ნორმალურად ვარჯიშში და თამაშში ფეხბურთელს ხელს უშლის.
ახალგაზრდა ტალანტი ბარსელონას აკადემიაში გასულ წელს ლევანტედან გადავიდა და ლა მასიაში უკვე 2 ბრწყინვალე სეზონის ჩატარება მოასწრო. დევიდ მორენო შესაძლოა აკადემიის 14-წლამდელებში ვიხილოთ, სადაც მისი დებიუტი უახლოეს მომავალში შედგება.
💎 Vuelve la zurda más mágica de La Masia
— Diario SPORT (@sport) November 7, 2025
✍️@jaumemarcet https://t.co/HVr8zNKUoe