Belive

აღფრთოვანება ლივერპულში და გლოვა ვალენსიაში - ფანები მამარდაშვილის ტრანსფერს გამოეხმაურნენ

2 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლივერპულმა" და "ვალენსიამ" გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურეს. ქართველი კიპერი მიმდინარე სეზონის ბოლომდე ესპანურ კლუბში ითამაშებს, 2025 წლის ივლისში კი პრემიერ ლიგის გრანდს შეუერთდება.

მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფმა "ვალენსიამ" მამარდაშვილის სანაცვლოდ სოლიდური თანხა მიიღო და იმ შემთხვევაში, თუ მომავალში "ლივერპული" მამარდაშვილს გაყიდის, ესპანელები სატრანსფერო ღირებულების 10%-ს დამატებით მიიღებენ.

გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერს "ლივერპულისა" და "ვალენსიას" გულშემატკივრები განსხვავებულად შეხვდნენ. ესპანელები საუკეთესო კიპერის დაკარგვას გლოვობენ და კლუბის მენეჯმენტს აკრიტიკებენ - მერსისაიდელები კი ტრანსფერით აღფრთოვანებას ვერ მალავენ.

  • საბრალონი ხართ. თქვენ ხართ საფეხბურთო კლუბის ყველაზე ცუდი მენეჯერები სპორტის ამ სახეობის ისტორიაში. თქვენი მოტივაციის წყარო არც ფულია და არც ღირსება - თქვენ სიძულვილი გმართავთ. ბევრი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ უბრალოდ საშინელი ადამიანები ხართ. მოშორდით ჩვენს კლუბს.

  • კარგი იქნებოდა გცოდნოდათ იმ დიდებული წარსულის შესახებ, რომელიც ჩვენს კლუბს ჰქონდა - ჩემპიონი "ვალენსია", რომელიც ერთ დროს ევროპის საუკეთესოთა შორის იყო. გიორგი მამარდაშვილო, მადლობა იმისთვის, რაც ჩვენთვის და კლუბისთვის გააკეთე. სიცოცხლის ბოლომდე მადლიერი ვიქნები.

  • ვნახოთ, როდის მიაღწევთ შეთანხმებას კლუბის გაყიდვასთან დაკავშირებით.

  • გიორგი კეთილი იყოს შენი მობრძანება კლუბში, რომელსაც გააჩნია სული და ღირსება. მოუთმენლად გელით YNWA.

  • ტოპ ტრანსფერია - მეკარის პოზიციაზე სანერვიულო ნამდვილად არ გვექნება.

  • კეთილი იყოს შენი მობრძანება. აქ დიდებული გარემო და თანაგუნდელები დაგხვდებიან.

შეგახსენებთ, კლუბებს შორის შემდგარი გარიგების თანახმად, გიორგი მამარდაშვილი მიმდინარე სეზონის ბოლომდე "ვალენსიაში" ითამაშებს, 2025 წლის ივლისში კი "ლივერპულს" შეუერთდება.

სხვა სტატიები