Belive

ოფიციალურად | გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ფეხბურთელია

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო საგა დასრულდა - საუკეთესო ქართველი მეკარე "ლივერპულის" ფეხბურთელია. რამდენიმე წუთის წინ, მერსისაიდულმა გრანდმა გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ქართველმა მეკარემ 26 აგვისტოს სამედიცინო შემოწმება გაიარა და კონტრაქტის ხელის მოწერამდე მხოლოდ ფორმალური დეტალების მოგვარება იყო საჭირო. უშუალოდ "ლივერპულს" მამარდაშვილი 2025 წლის ივლისში შეუერთდება, სეზონის დარჩენილ ნაწილს კი "ვალენსიაში" გაატარებს.

"ლივერპულმა" გიორგი მამარდაშვილის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადა. ასევე კონტრაქტში გათვალისწინებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც, "ვალენსია" კიპერის სამომავლო ტრანსფერის შემთხვევაში, ღირებულების 10%-ს მიიღებს.

სხვა სტატიები