Belive

აგენტმა ტონალის აზარტულობის შესახებ ისაუბრა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს - ნიკოლო ფაჯიოლის, სანდრო ტონალის, ნიკოლო ძანიოლოს და სხვებს აზარტულ თამაშებში და ფსონების განთავსებაში ედება ბრალი.

არალეგალურ პლატფორმებზე განთავსებული ფსონების გარშემო აგორებულ სკანდალში მხილებული ფაჯიოლი უკვე მკაცრად დაისაჯა და 7-თვიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, დანარჩენი ფეხბურთელები კი გადაწყვეტილების მოლოდინში არიან.

სანდრო ტონალის აგენტმა ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც იმ გარემოებებზე ისაუბრა, თუ რამდენად უჭირს ტონალის ამ რეალობაში ცხოვრება.

სანდრო აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას განიცდის. ის იბრძვის, რომ დამოკიდებულებას თავი დააღწიოს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს. ის ძალიან ცუდად გრძნობს თავს და ჯერ კიდევ შოკშია. მინდა მადლობა გადავუხადო "ნიუკასლს", რომელიც სანდროს მხარს უჭერს. ის გუნდთან ერთად ვარჯიშობს.

ვიმედოვნებ, რომ არალეგალურ ფსონებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალი, სანდროს დაეხმარება, რომ დამოკიდებულებას თავი დააღწიოს. სანდროს ესმის, რომ ფოკუსირება კარიერაზე უნდა მოახდინოს. -

სხვა სტატიები