Belive

ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნიუკასლის" იტალიელი ახალწვეული - სანდრო ტონალი 10-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება. აღნიშნულ ინფორმაციას, ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, საბოლოო გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და საზოგადოებისთვის ინფორმაცია უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ტონალი, ისევე, როგორც მისი რამდენიმე თანამემამულე ბეთინგ სკანდალშია გახვეული, რის გამოც უკანონო ფსონების განთავსებაში მონაწილე ყველა ფეხბურთელი მკაცრად ისჯება. რამდენიმე დღის წინ, ანალოგიური სასჯელი ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელს - ნიკოლო ფაჯიოლის ერგო, რომელიც 7-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

სხვა სტატიები