ადიდასმა მესის 8 ოქროს ბეჭედი აჩუქა | რა მნიშვნელობა აქვს თითოეულს
ლეო მესის ადიდასმა მე-8 ოქროს ბურთის მოგება განსხვავებულად მიულოცა. 8 ოქროს ბეჭედი სხვადასხვა მნიშვნელობებით, თითოეულ მათგანზე ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერის მნიშვნელოვანი დეტალებია გამოსახული.
2009 წელი - გოლის აღნიშვნა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ "იუნაიტედის" წინააღმდეგ.

2010 წელი - აღნიშვნა ბებიის საპატივსაცემოდ.

2011 წელი - The GOAT ლოგო მესამე ოქროს ბურთისთვის

2012 წელი - ისტორიული შედეგი. 1 წელიწადში ყველაზე მეტი რეკორდული 91 გოლი.

2015 წელი - 4 ჩემპიონთა ლიგის თასი.

2019 წელი - რეკორდული 6 ოქროს ბუცი.

2021 წელი - არგენტინის ეროვნული ემბლემა, მას შემდეგ რაც მესიმ მოიგო თავისი პირველი სანაკრებო ტიტული, კოპა ამერიკა.

2023 წელი - ვარსკვლავის ლოგო, მსოფლიო ჩემპიონატის მოგებისთვის.

ადიდასი ოქროს ბეჭდების ვიდეოსაც აქვეყნებს. სპორტული ბრენდი ლეო მესის სპონსორი 2006 წლიდან არის, აღწერაში კი ლეგენდარულ ფეხბურთელს ადიდასმა ასეთი სიტყვები მიუძღვნა: "უთვალავი მოგონება, რვა ბეჭედი, ნულოვანი ეჭვი".