Belive

ადიდასის პრესსპიკერი: "მესის ინტერ მაიამის მაისურზე მოთხოვნა უპრეცედენტოა..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ბრენდის "ადიდასის" პრესსპიკერმა - იენა ორტეგამ, "Reutar"-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ იშვიათად ახსენდება რაიმე პროდუქციაზე ისეთი მოთხოვნა, როგორიც ახლა ლიონელ მესის "ინტერ მაიამის" ფორმაზეა. 

 

"დიდი ხანია ადიდასის გუნდის წევრი ვარ, ყველას მოეხსენება როგორი ცნობილი და მსოფლიოში გავრცელებული ფირმაა ადიდასი, რამდენი რამ მინახავს, რამდენი პროდუქცია გამოგვიცვლია, თუმცა მესის ინტერ მაიამის მაისურზე მოთხოვნა უპრეცედენტოა...

როგორც ჩანს ეს ადამიანი ყველგან, ყველანაირ რეკორდებს ხსნის და სწორედ ეს შემთხვევაა ახლაც. მარაგი იცლება, რადგან, როგორც კი მესის შესახებ რაიმე სახის ახალი პროდუქცია გამოდის, წარმოუდგენელი სიჩქარეებითა და არარეალური რაოდენობით იყიდება..." - იენა ორტეგა

შეგახსენებთ, რომ ლეო მესი "ინტერ მაიამის" 16 ივლისს შეუერთდა, მას შემდეგ მან 4 მატჩი ჩაატარა, სადაც 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა. 

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლეო მესის ჯერჯერობით MLS-ში არ უთამაშია. ამერიკის ჩემპიონატში მისი სადებიუტო მატჩი 24 აგვისტოს, "ცინცინატის" წინააღმდეგ არის დაგეგმილი.  

სხვა სტატიები