ადებაიორი: "უეფამ და ფიფამ რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე უნდა დააბრუნონ..."
რუსეთის ფედერაციის ბარბაროსული ქმედებებისა და უკრაინაში შეჭრის გამო, მსოფლიოს წამყვანმა სპორტულმა ორგანიზაციებმა რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ საქნციები დააწესეს. როგორც საკლუბო და სანაკრებო დონეზე, ისე ინდივიდუალური სპორტის წარმომადგენლებს გლობალურ ფორუმებზე მონაწილეობის მიღება აეკრძალათ.
- სუპერთასს ახალი მასპინძელი ჰყავს – უეფამ რუსეთს მატჩის ჩატარების უფლება ჩამოართვა
- უეფამ რუსეთს სანქციები დაუმატა
რუსულმა სპორტულმა გამოცემამ news.russia.postsen.com-მა, ტოგოელ ფორვარდთან - ემანუელ ადებაიორთან ინტერვიუ ჩაწერა.
ადებაიორი ინტერვიუში რამდენიმე საკითხზე და მის რუს თანაგუნდელებზე საუბრობს, ასევე ამბობს, რომ უეფამ და ფიფამ რუსეთი მსოფლიო ასპარეზზე უნდა დააბრუნონ.
"ადრე თუ გვიან რუსული ფეხბურთი მსოფლიოს უდიდეს ასპარეზობებს - მსოფლიო ჩემპიონატსა და ევროპის ჩემპიონატს უნდა დაუბრუნდეს. უეფამ და ფიფამ უნდა გაიაზრონ და მიხვდებიან, რომ საქმე დედამიწაზე ყველაზე დიდ ქვეყანას ეხება.
მათ უდიდესი ისტორია აქვთ ფეხბურთის ცოდნისა და თამაშის, ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი რუსი თანაგუნდელი მყოლია, ყველაზე მეტადაც მათთან ვმეგობრობდი, კარგი ხალხი და მონდომებული ფეხბურთელები ჰყავთ.
"არსენალში" ჩემი გუნდელი ანდრეი არშავინი იყო, ვსვამ კითხვას, ვისზე ნაკლები ფეხბურთი ითამაშა მან?! არ გახსოვთ "მანჩესტერის" წინააღმდეგ შესრულებული პოკერი?!".
შეგახსენებთ, რომ ადებაიორი კარიერის განმავლობაში: "მეცში"; "მონაკოში"; "არსენალში"; "მანჩესტერ სიტიში"; მადრიდის "რეალში"; "ტოტენჰემში" ; და "კრისტალ პალასში" თამაშობდა.