ოლივერ კანი: "დროა მანუელ ნოიერმა კარიერის დასრულებაზე იფიქროს"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა მეკარემ - ოლივერ კანმა, მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ნელ-ნელა ნოიერმა კარიერის დასრულებაზე უნდა იფიქროს.
"დროა ნოიერმა საფეხბურთო კარიერის დასრულებაზე ნელ-ნელა იფიქროს.
მე სრულიად მესმის მისი და გაცნობიერებული მაქვს ის სირთულეები, რომლის წინაშეც გამკლავება მანუელ ნოიერს ბოლო წლების განმავლობაში მოუხდა.
ის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეკარეა და იგი ამ ყველაფერს წლების განმავლობაში ამტკიცებდა, თუმცა ჯერ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც 9-ზე მეტი თვის გამოტოვება მოუწია, შემდეგ სანაკრებო კარიერა დაასრულა და რთულად მიეწყო ყველაფერი.
ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ შენ ვარდები ორმოში და საკუთარ თავს ეკითხები: „რა არის ახლა ჩემი მიზანი? რის გაკეთებას ვაპირებ?” - ამიტომ არ მიკვირს, რომ ნოიერი ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რაც რეალურად შეუძლია. მას ჯერ კიდევ შეუძლია საკუთარი მაღალი კლასის ჩვენება. ამის სტაბილურად გაკეთება კი ძალიან დიდი გამოწვევაა, რასთან გასამკლავებლად, პირველ რიგში მიზანი უნდა დაისახოს.
2006 წელს, ნაკრებიდან წამოსვლის შემდეგ, გადავწყვიტე კიდევ 2 წელი მეთამაშა და ჩემი კარიერა ბაიერნში დასრულებულიყო. ეს მიზანი მეც დამეხმარა და კლუბსაც - ყველამ ზუსტად იცოდა, რაც მოხდებოდა, ეს ჩემთვისაც სტიმული იყო. ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოტივაცია გამიჩნდა, რომ ბევრი თამაში მომეგო და მაღალ დონეზე ღირსეულად დამესრულებინა კარიერა. არავის სურს, კარიერის ბოლო მატჩიდან თავდახრილი, სტვენის ფონზე გავიდეს. - ოლივერ კანი
შეგახსენებთ, რომ ოლივერ კანი "კარლსრუეს" აღზრდილი მეკარეა, რომელმაც კარიერაში უმეტესი დრო "ბაიერნში" გაატარა. მან "რეკორდმაისტერის" მაისურით 632 მატჩი ითამაშა, სადაც 202-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ოლივერ კანი მიუნხენური გრანდის გენერალური დირექტორი იყო, თუმცა, 2023 წლის 27 მაისს იგი კლუბიდან, სპორტულ დირექტორ - ჰასან სალიჰამიჯიჩთან ერთად დაითხოვეს.