"ხვალ პსჟ-ს დავემშვიდობები" - სერხიო რამოსი პარიზულ კლუბს ტოვებს
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა გადაწყვიტა, რომ "პსჟ-ს" დაემშვიდობოს. ესპანელი მცველი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. აღსანიშნავია, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე რამოსმა თავად განაცხადა უარი.
"ხვალ ჩემი ცხოვრების კიდევ ერთ ეტაპს დავემშვიდობები და დავემშვიდობები "პსჟ-საც." - განაცხადა სერხიო რამოსმა.
🚨 Sergio Ramos has decided to leave Paris Saint-Germain as free agent. He will not sign a new deal. #PSG
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 2, 2023
“Tomorrow I will say goodbye to another stage of my life — and it’s a goodbye to PSG”, he announced.
Ramos, now available on free deal. pic.twitter.com/3Onq6UVygm
შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენმა" სერხიო რამოსი 2021 წლის ზაფხულში "რეალიდან" დაიმატა. მიმდინარე სეზონში ესპანელმა პარიზული კლუბის მაისური, ყველა ტურნირზე, 44-ჯერ მოირგო და 3 გოლთან ერთად 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.