ოფიციალურად | ტიაგო ალკანტარა სეზონის ბოლოს ლივერპულს დატოვებს
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
4-წლიანი "მერსისაიდული" კარიერა დასრულებულია - 33 წლის ტიაგო ალკანტარა სეზონის ბოლოს "ლივერპულს" დატოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც კლუბის დატოვებას ადასტურებს.
ასევე ცნობილი ხდება, რომ ტიაგო ალკანტარა კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
YNWA @LFC pic.twitter.com/M9CVe9az9E
— Thiago Alcantara (@Thiago6) May 17, 2024
ტიაგო ალკანტარამ სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვა გამოაქვეყნა.
"გაფასებთ და მადლიერი ვარ. ეს არის ორი სიტყვა, რომელიც მახსენდება იმ დღეს, როდესაც მე უნდა დაგემშვიდობო თქვენ, წითლებს.
მადლობა იმ შესაძლებლობისთვის, რომ ვიყავი ამ ქალაქის, ამ კლუბისა და ამ საზოგადოების ნაწილი.
მუდმივი მხარდაჭერა, რომელსაც ვიღებდი პირველი დღიდან, წარმოუდგენელი იყო. ენფილდის ემოციები, კლოპის საუბრები და საოცარი, უნიკალური გულშემატკივარი.
ეს ოთხი წელი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იყო. მადლობა და ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ამ კლუბის ოჯახის წევრი ვიყავი..." - ტიაგო ალკანტარა
შეგახსენებთ, რომ ტიაგო ალკანტარა "ლივერპულში" 2020 წელს "ბაიერნიდან" გადავიდა. მას შემდეგ მას ხშირი ტრავმიანობა აწუხებდა, თუმცა 4-წლიან ინგლისურ კარიერაში, მან 98 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
ტიაგომ "ლივერპულთან" ერთად - ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის სუპერთასი და ინგლისის თასი მოიგო.