Belive

აბუბაქარი: "რონალდუმ მთხოვა, რომ კლუბში დავრჩენილიყავი..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და "ბეშიქთაშის" 31 წლის ფორვარდმა - ვინსენტ აბუბაქარიმ, "ალ ნასრის" დატოვების დეტალები გაიხსენა.

კამერუნელმა ფეხბურთელმა კლუბი მას შემდეგ დატოვა, როდესაც არაბულმა კლუბმა გუნდში კრიშტიანუ რონალდუ მოიყვანა.

"კრიშტიანუ რონალდუს ჩემი კლუბში დარჩენა სურდა, მან მთხოვა, რომ "ალ ნასრი" არ დამეტოვებინა. მე ვუთხარი, რომ ამას მხოლოდ ოჯახური პრობლემების გამო ვაკეთებდი და ოჯახთან უფრო ახლოს უნდა ვყოფილიყავი.

მან პირველი კითხვა დამისვა იმის შესახებ, თუ სად იყო ჩემი ოჯახი, ვუპასუხე, რომ საფრანგეთში და თურქეთი სწორედ იმიტომ ავირჩიე, რომ ჩემს ოჯახთან შედარებით უფრო ახლოს ვყოფილიყავი.

კრიშტიანუმ თავი დამიქნია და მითხრა, რომ ჩემი საქმის მე უკეთ ვიცოდი. ის განსაკუთრებული ადამიანია, ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მე კარგად ვყოფილიყავი..."

შეგახსენებთ, რომ "ალ ნასრიში" კრიშტიანუ რონალდუს მისვლამდე, ვინსენტ აბუბაქარი კლუბის მთავარი ბომბარდირი იყო. კამერუნელმა ფორვარდმა 32 მატჩში 14 გოლის გატანა შეძლო, შემდეგ კი "ბეშიქთაშში" გადავიდა.

სხვა სტატიები