Belive

ქართველებმა ჩემს ფეხბურთელებს დიდი სხვაობით აჯობეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ერთა ლიგის ახალი, 2024/25 წლების სეზონის საწყის ტურში, საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთს უმასპინძლა და სოლიდური სხვაობით, 4:1 გაიმარჯვა.

"ჯვაროსნებმა" ერთა ლიგაზე ასპარეზობა ტრიუმფალურად დაიწყეს და პირველივე ტურში, ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ დამაჯერებელი 3 ქულა მოიპოვეს.

მატჩის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იმედგაცრუება ვერ დამალა.

დღევანდელი მატჩის დროს თქვენ იხილეთ შედეგი და რაც მოხდა. ჩვენს მატჩს ვერ შევაფასებ, როგორც პოზიტიურს - ამ შედეგზე ისიც მეტყველებს, რომ ჩვენ მხოლოდ 1 გოლის გატანა შევძელით. ძალიან გულდაწყვეტილი დავრჩი. უკმაყოფილო ვარ ფეხბურთელების მიერ დაფიქსირებული შედეგით.

ვგრძნობდით ემოციურ განწყობასაც. შესაძლებელია ეს შევაფასო, როგორც გარკვეული უარყოფითი განწყობა ჩვენი ფეხბურთელების მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ ემოციურად არ ვიყავით მზად. დღევანდელი მატჩის დროს ვიხილეთ, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ჩვენს მოთამაშეებს დიდი სხვაობით აჯობეს და კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულისწყვეტას. ის პროგნოზი, რაც მატჩის წინ მქონდა არ გამართლდა.

იმედს გამოვთქვამ, რომ მომდევნო მატჩში უკრაინის წინააღმდეგ ჩემი ფეხბურთელები უკეთ ითამაშებენ და ყველას დაანახებენ მათ
რეალურ სახეს. შესაბამისად შედეგიც უკეთესი დაიდება. ჩემმა ფეხბურთელებმა სათანადო მომზადება გაიარეს, მათ შორის მორალური და შემიძლია ვთქვა, რომ მატჩისთვის მზად იყვნენ, მაგრამ ჩემი პროგნოზი არ გამართლდა და საპირისპირო შედეგი მივიღეთ. კიდევ ერთხელ იმედს გამოვთქვამ, რომ უკრაინასთან მატჩისთვის ჩემი ფეხბურთელები უკეთ მოემზადებიან.

რაც შეეხება ფანების განწყობას, რომელიც სტადიონზე ვიხილეთ. რა თქმა უნდა, ამ განწყობას, მუხტსა და ეიფორიას ვგრძნობდით - ეს ქართველებს ამხნევებდა და ჩემს ფეხბურთელებზე დამთრგუნველად მოქმედებდა.

- ივან ჰაშეკი

სხვა სტატიები