ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონში ყველაზე ხანგრძლივი მე-12 ტური გამოდგა. "დინამო არენას" მოედნის საფარის კარგ მდგომარეობაში ყოფნის მიზნით, რაც 8 ოქტომბერს, ბელარუსთან გამართული ისტორიული შეხვედრის გამო აუცილებელი გახდა და საბოლოო ჯამში, სათამაშო კვირა 21 დღის განმავლობაში გაგრძელდა.
შედეგად, "დინამო თბილისისა" და "საბურთალოს" დერბი 23 ოქტომბერს შედგა და მასში ჩისკოს შეგირდებმა - 3:1 იმარჯვეს.
მე-12 ტური სადებიუტო და ამავე დროს გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა "სამტრედიას" ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი მიქაძისთვის, რომლის გუნდმაც ჩემპიონობის ერთ-ერთ მაძიებელ გორის "დილას" - 1:0 სძლია.
აქტივში 3 ქულის ჩაწერა "დინამო ბათუმმა" და "ლოკომოტივმაც" შეძლეს, რომლებმაც ეროვნული ლიგის დებიუტანტებს, შესაბამისად "თელავს" (3:1) და თბილისის "მერანს" (4:0) მოუგეს.
ერთადერთი მატჩი, რომელიც ფრედ დასრულდა, იმერული დერბი გამოდგა, რომელშიც "ჩიხურამ" და "ტორპდომ" - 2:2 ითამაშეს.
მეთორმეტე ტურის შედეგები:
"თელავი" - "დინამო ბათუმი" 1:3
"სამტრედია" - "დილა" 1:0
"მერანი" - "ლოკომოტივი" 0:4
"ჩიხურა" - "ტორპედო" 2:2
"დინამო თბილისი" - "საბურთალო" 3:1
მეთორმეტე ტურის დასრულების შემდეგ, იმ 11 ფეხბურთელისგან და მწვრთნელისგან შედგენილ სიმბოლურ გუნდს წარმოგიდგენთ, რომლებმაც Live.ge-ს ვერსიით, თავი საუკეთესოდ წარმოაჩინეს.მეკარე: იჰორ ლევჩენკო ("დინამო ბათუმი").
მცველები: ნიკოლოზ სანდოხაძე, ალექსანდრე გურეშიძე (ორივე თბილისის "ლოკომოტივი"), გოდფრი ობოაბონა ("დინამო ბათუმი").
ნახევარმცველები: ბექა დარცმელია (თბილისის "ლოკომოტივი"), მიხეილ ბაშალეიშვილი ("თელავი"), ჯაბა ჯიღაური, ვლადიმერ მამუჩაშვილი (ორივე "დინამო ბათუმი"), გიორგი ფანცულაია (ქუთაისის "ტორპედო").
თავამსხმელები: გიორგი თარგამაძე ("სამტრედია"), ნოდარ ქავთარაძე ("დინამო თბილისი").
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე ("სამტრედია").
ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: XI ტურის სიმბოლური გუნდიასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: I წრის მიმოხილვა, სიმბოლური გუნდი და საუკეთესოები ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IX ტურის სიმბოლური გუნდიასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VIII ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VII ტურის სიმბოლური გუნდიასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: V ტურის სიმბოლური გუნდი ასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: IV ტურის სიმბოლური გუნდიასევე იხილეთ: ეროვნული ლიგა: III ტურის სიმბოლური გუნდი