Belive

ტესტი ფინალამდე: ყველაფერი, რაც სკოპიეში გასამართ მატჩამდე უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ ფეხბურთი
12 წთ
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უნიკალური მომენტის წინაშე დგას. თვეზე ნაკლებში "ჯვაროსნები" თავიანთ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან მატჩს გამართავენ და თბილისში, "დინამო არენაზე", ჩრდ. მაკედონიის ეროვნული გუნდის დამარცხების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის საგზურს ისტორიაში პირველად მოიპოვებენ. უდიდეს მიღწევამდე საქართველოს 90 წუთი აშორებს, იქამდე კი მოწინააღმდეგეს, რომელთანაც ისტორიის ბედი უნდა გადაწყვიტოს, კიდევ ერთხელ შეხვდება. ეს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში, 14 ოქტომბერს მოხდება, როცა საქართველოსა და მაკედონიის ნაკრებები ერთმანეთს ამჯერად უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ტურის ეგიდით დაუპირისპირდებიან. მატჩის გამარჯვებული უდიდესი ალბათობით ჯგუფში პირველ ადგილსაც დაიმკვიდრებს და შესაბამისად, B დივიზიონში აღზევდება. ასე რომ, გარდა ფინალისთვის მეტოქის უკეთ შესწავლისა, მატჩს დიდი სატურნირო მნიშვნელობა ენიჭება. მნიშვნელოვანია, რომ შეხვედრას ორივე მეტოქე დიდი დანაკლისით ხვდება. ამ და მატჩის სხვა საინტერესო დეტალებზე, მეტოქის ისტორიასა და შესაძლებლობებზე ამ სტატიაში მოგახსენებთ. დრო: 14 ოქტომბერი, 22:45 პირდაპირი რეპორტაჟი: საქართველოს პირველი არხი
No description available.

მეტოქე - ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები

დაარსება: 1994 ჩრდილოეთ მაკედონიის ფეხბურთის ფედერაცია: დაარსდა 1994 წელს ფიფას წევრი: 1994 უეფას წევრი: 1994 ფიფას რეიტინგი: 68 უმაღლესი რეიტინგი: 46 (2008 წლის ოქტომბერი) უმდაბლესი რეიტინგი: 166 (2017 წლის მარტი) საშინაო არენა: ტოშე პროჩესკის არენა (სკოპიე) მეტსახელი: წითელი ლომები მთავარი მწვრთნელი: იგორ ანგელოვსკი (ჩრდილოეთ მაკედონია) კაპიტანი: გორან პანდევი

ისტორია

ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრები არაოფიციალურად 1920 წელს დაარსდა, თუმცა ქვეყნის რჩეული ფეხბურთელებისგან შემდგარ გუნდს მხოლოდ იუგოსლავიის სხვა ერების წარმომადგენელ ნაკრებებთან შეხვედრა შეეძლო და ოფიციალური მატჩის ჩატარების ნება არ ჰქონდა. შესაბამისად, საუკეთესო მაკედონიელი ფეხბურთელები სწორედ იუგოსლავიის ნაკრების სახელით გამოდიოდნენ. სოციალისტურ ფედერალური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ, ჩრდილოეთ მაკედონიამ დამოუკიდებელი საფეხბურთო ნაკრები და ჩემპიონატი შექმნა. 1994 წლიდან, გუნდი საერთაშორისო ორგანიზაციების, ფიფასა და უეფას სრულუფლებიანი წევრი გახდა და ამრიგად, მათი ეგიდით ჩატარებულ ტურნირებშიც ჩაერთო. 26-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ჩრდილოეთ მაკედონიას ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების დასკვნით ეტაპზე არასდროს უთამაშია. ერთა ლიგის ისტორიაში პირველი სეზონი ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოს მსგავსად, D დივიზიონში დაიწყო და ჯგუფში მეტოქეებად სომხეთის, ლიხტენშტეინის და გიბრალტარის ნაკრებები ერგო. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 5 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და პირველი ადგილით C ლიგის საგზური მოიპოვა. ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ისტორიაში რამდენიმე დასამახსოვრებელი შედეგი ყოფილა, მაგალითად: ინგლისთან სტუმრად ორჯერ ნათამაშები ფრე, ნიდერლანდების როგორც შინ, ისე გასვლაზე დამარცხება, იტალიაში ადგილობრივ ვეროვნულ გუნდთან და საშინაო კედლებში, სერბეთთან და სლოვაკეთთან დაზავება. 2009 წლის 12 აგვისტოს, ქვეყანაში ფეხბურთის არსებობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნულმა გუნდმა ამხანაგურ შეხვედრაში სათამაშოდ ესპანეთის ნაკრები მოიწვია. გორან პანდევის დუბლის მეშვეობით მეტოქე მოქმედ ევროპის ჩემპიონს – 2:0 ამარცხებდა, თუმცა „ფურია როხამ“ მატჩის სათავისოდ შემოტრიალება მოახერხა – 2:3 შეხვედრას 30 000 გულშემატკივარი დაესწრო.
No description available.

სტატისტიკა

პირველი არაოფიციალური მატჩი: „ვოივოდინა“ – ჩრდილოეთ მაკედონია 3:1 (1945 წლის 3 სექტემბერი, ნოვი სადი, სერბეთი) პირველი ოფიციალური მატჩი: სლოვენია – მაკედონია 1:4 (1993 წლის 13 ოქტომბერი, კრანი, სლოვენია) ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება: ლიხტენშტეინი – მაკედონია 1:11 (1996 წლის 9 ნოემბერი, ეშენ-მაურენი, ლიხტენშტეინი) ყველაზე დიდი ანგარიშით წაგება: მაკედონია – ბელგია 0:5 (1995 წლის 7 ივნისი, სკოპიე, მაკედონია), მაკედონია – სლოვაკეთი 0:5 (2001 წლის 7 ოქტომბერი, სკოპიე, მაკედონია), უნგრეთი – მაკედონია 5:0 (2001 წლის 14 ნოემბერი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ჩეხეთი – მაკედონია 6:1 (2005 წლის 8 ივნისი, ტეპლიცე, ჩეხეთი) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი: გორან პანდევი (34) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში: გორან პანდევი (108)

შემადგენლობა

გუნდის მთავარ მწვრთნელს იგორ ანგელოვსკის საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებთან გასამართი შეხვედრებისთვის განაცხადი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია, თუმცა ბოლოს ეროვნულ გუნდში გამოძახებული ფეხბურთელების მიხედვით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეტოქის მოთამაშეთა აბსოლუტური უმრავლესობა ლეგიონერია და საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატშიც თამაშობს, აი მაგალითად: ლონდონის „არსენალის“ მეკარე დეიან ილიევი, „რაიო ვალეკანოს“ გოლკიპერი სტოლე დიმიტრევსკი, „ლიდს იუნაიტედის“ მარცხენა მცველი ეჯიან ალიოსკი, ლისაბონის „სოპორტინგის“ მარჯვენა მცველი შტეფან რისტოვსკი, „ლევანტეს“ ჩამშლელი ენის ბარდი, „ნაპოლის“ ნახევარმცველი ელიფ ელმასი, „უდინეზეს“ შემტევი ილია ნესტოროვსკი და „ფენერბახჩეს“ ცენტრ-ფორვარდი არდა კურტულანი. რომ აღარაფერი ვთქვათ ნაკრების დანარჩენ კონტიგენტზეროელიც სრულად უნგრეთის, კვიპროსის, ხორვატიის, ბელგიის, შევიცარიისა და თურქეთის წამყვან კლუბებიდან კომპლექტდება. საინტერესოა, რომ გუნდის ორი გამოცდილი წევრი ვისარ მუსილო და ბობან ნიკოლოვი უნგრულ „ფეჰერვარში“, ქართველი თავდამსხმელის ბუდუ ზივზივაძის თანაგუნდელები არიან. ფეხბურთელების საშუალო ასაკი 26.12 წელია, ხოლო მათ საერთო ღირებულებას Transfermarkt-ი 59.20 მილიონ ევროდ აფასებს.
No description available.

ვარსკვლავი

ცალკე გამოყოფას იმსახურებს გუნდის კაპიტანი, ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი – გორან პანდევი. ვეტერანი თავდამსხმელი, რომელიც საუკუნის სტარტიდან იტალიის სერია A-ში გამოდის. მილანის „ინტერის“, „“ლაციოს“, და „ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც 1 სეზონი „გალათასარაიშიც“ გაატარა, 2019 წლიდან „ჯენოას“ მაისურს ირგებს. 37 წლის თავდამსხმელს კარიერის განმავლობაში სერია A, 5-ჯერ იტალიის თასი, 2-ჯერ იტალიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და თურქეთში ყველა შესაძლო ტიტული აქვს მოგებული. პანდევი 2010 წელს, ჟოზე მოურინიოს შესანიშნავი „ინტერის“ წევრი იყო, რომლის შემადგენლობაშიც ტრიპლეტის მოგება მოახერხა. იგი 5-ჯერ მაკედონიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
No description available.

მწვრთნელი

იგორ ანგელოვსკი ვეტერანი ნახევარმცველია, რომლის საფეხბურთო კარიერაც თითქმის სრულად მშობლიურ ჩემპიონატს უკავშირდება. ლეგიონერის სტატუსს ის მხოლოდ კარიერის ბოლო სეზონს ირგებდა, რომელიც მან სერბულ „სრემში“ გაატარა. 44 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო საქმიანობა არც ისე მრავალფეროვანია, თუმცა საკმაოდ წარმატებული. პირველი გუნდი, რომელსაც ანგელოვსკი სათავეში ჩაუდგა, მაკედონიური „რაბოტნიჩკი“ გახლდათ და 2013-15 წლებში მან ქვეყნის ჩემპიონობა და ორჯერ თასი მოიპოვა. ანგელოვსკის შემდეგ, გუნდს ტიტული აღარ მოუპოვებია. კლუბიდან ანგელოვსკიმ პირდაპირ ნაკრებში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ასისტენტი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახდა. 2015 წლის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით, მაკედონიამ 36 შეხვედრა ჩაატარა და დადებითი ბალანსი აჩვენა – 15 მოგება, 7 ფრე, 14 მარცხი. მისი თავკაცობით გუნდმა ტურინში, იტალიის ნაკრებთან, ფრე – 1:1 ითამაშა.
No description available.

მსაჯი

სკოპიეში გასამართი შეხვედრის მთავარი არბიტრი ბარტოშ ფრანკოვსკი იქნება. 34 წლის რეფერი, რომელსაც საქართველოსთან გადაკვეთა აქამდეც ჰქონია. მან 2015 წელს, მიხეილ მესხის სახელობის არენაზე გამართულ უეფას 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს უხელმძღვანელა, რომელშიც ქართველმა ახალგაზრდებმა თურქ თანატოლებს – 2:1 სძლიეს. იქ გოლები გიორგი თევზაძემ და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს, გუნდის კაპიტანმა ილია კერძევაძემ კი ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი მეტოქე ფრანკოვსკიმ 4-ჯერ გააფრთხილა. პოლონელ რეფერის ბარათების გამოყენება ძალიან უყვარს, მან მიჯრით სამ მატჩში ფეხბურთელები 5-ჯერ გააფრთხილა, ბოლო 13 შეხვედრაში სულ მცირე 3 ბარათი გამოიყენა, სამჯერ კი სიტუაცია მოთამაშის გაძევებით დასრულდა.
პოლონელი, რომელსაც ბარათები უყვარს – უეფამ საქართველოსა და მაკედონიის მატჩში მსაჯი დაამტკიცა 

დანაკლისი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები შეხვედრას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება. ტრავმის გამო, გუნდს გურამ კაშია, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი აბურჯანია დააკლდება. ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია აქვს გუნდის კაპიტანს და შეუცვლელ ფიგურას ჯაბა კანკავას, დავით ხოჭოლავამ კი ნაკრების შეკრება დონეცკის "შახტარში" არსებული კორონავირუსის ეპიდემიის გამო დატოვა. გამო გუნდს ვერ დაეხმარება ვერც თორნიკე ოქრიაშვილი, რომლის მცირე ტრავმაც ვლადიმირ ვაისმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, მას ორი გამოკვეთილი ვარსკვლავი, ენის ბარდი და ელიფ ელმასი დააკლდება. პირველ მათგანს კანკავას მსგავსად, დისკვალიფიკაცია აქვს, ელმასს კი კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მაკედონიელებს ვერც სტეფან სპიროვსკი დაეხმარება.
No description available.

მატჩისწინა კომენტარები

ვლადიმირ ვაისი - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "ეს მატჩი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად უმნიშვნელოვანესია. ის გუნდი, რომელიც ამ შეხვედრას მოიგებს, უდიდესი ალბათობით, ჯგუფის გამარჯვებულიც ის გახდება. არ ვიცი, ხვალ მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომელ სისტემას შეარჩევს, სამ თუ ოთხ მცველს, მაგრამ ჩვენ ორივე შემთხვევისთვის მზად ვართ. მსოფლიო ნამდვილად საშიში ადგილი გახდა და არავინ იცის რა მოხდება შემდეგი ერთი თვის განმავლობაში. ამ მომენტში ფეხბურთის ყველაზე დიდი მტერი კორონავირუსია. სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ COVID19-ით კრიშტიანუ რონალდუც დაინფიცირდა. ასე რომ, ჩვენ არ ვიცით, როდის რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით.ამ მიზეზით მაკედონიას რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება, თუმცა ამ მხრივ პრობლემები ჩვენც გვექნება, გუნდის კაპიტნის ჯაბა კანკავას, ლიდერების, ოქრიაშვილის, ჩაკვეტაძის, კაშიას და კაკაბაძეს გარეშე ვითამაშებთ".
No description available.
გიორგი ქვილითაია - საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი: "რთული მატჩი იქნება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ველოდებით ისეთ თამაშს, როგორიც თბილისში გვქონდა. აქ მომდევნო თამაშისთვის მოსამზადებლად არ ჩამოვსულვართ. თუ ხვალ სამ ქულას მოვიპოვებთ, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჯგუფში გამარჯვებისთვის".
No description available.
იგორ ანგელოვსკი - მაკედონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: "მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ესტონეთში დასახულ მიზანს ვერ მივაღწიეთ, გუნდში კარგი ატმოსფეროა. ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მთავარი მიზანი ევროპის ჩემპიონატზე გასვლაა, სადამდეც მხოლოდ 1 ნაბიჯი გვაშორებს. ხვალ იმ გუნდს დავუპირისპირდებით, რომელიც ფინალში ჩვენი მეტოქე იქნება და იმის მიუხედავად, რომ დანაკლისი გვაქვს, ყველა ფეხბურთელმა, რომელიც მოედანზე გავა, მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ისტორიაში პირველად, ჩვენ 7 დღეში სამი მატჩის ჩატარება მოგვიწია, პირველი მათგანი ყველა ასპექტის გამო ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემს ვიზავის საქართველოს ნაკრებში ასევე ტრავმებთან გამკლავება უწევს და ბევრი საკადრო პრობლემა აქვს, მაგრამ ეს სწორედ მწვრთნელების გამოწვევაა”.   გორან პანდევი - მაკედონიის ნაკრების კაპიტანი: "გუნდში ბევრი ახალწვეული გვყავს და ყველა მათგანს მხარს ვუჭერ. რა თქმა უნდა, მათ მოტივაცია სჭირდებათ და მე მათ ზურგს ვუმაგრებ. ყველა ჩვენგანი იმსახურებს, რომ ძირითად შემადგენლობაში მოხვდეს. ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავიღებთ. ყველა მატჩის მოგება შეუძლებელია, მაგრამ გპირდებით, რომ ამ შეხვედრაში მაქსიმალურად დავიხარჯებით და იმის მიუხედავად თუ როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ, გამარჯვების მისაღწევად მაქსიმუმს გავაკეთებთ".
მაკედონიის ნაკრების მწვრთნელი: “ჩვენს მეტოქეს საკადრო პრობლემები აქვს”

ამინდი

მაკედონიის ქალაქ სკოპიეში 14 ნოემბრის საშუალო ტემპერატურად 22 გრადუსია ნავარაუდები. მატჩის მიმდინარეობისას ჰაერის ტემპერატურა 14-დან 16 გრადუსამდე გათბება. სინოპტიკოსები წვიმას და ძლიერ ქარს არ ვარაუდობენ.

ურთიერთშეხვედრები

გუნდებს შორის ისტორიაში პირველი დაპირისპირება ერთი თვის წინ, თბილისში, "დინამო არენაზე" შედგა და ფრედ - 1:1 დასრულდა. მატჩის მე-13 წუთზე, თორნიკე ოქრიაშვილმა საქართველო 11-მეტრიანით დააწინაურა, 20 წუთში კი წონასწორობა სტეფან რისტოვსკიმ აღადგინა.
No description available.

სხვა სტატიები