Belive

61 წლის ასაკში ტოტენჰემის სამწვრთნელო შტაბის წევრი გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტოტენჰემის ფიტნეს მწვრთნელი ჯან პიერო ვენტრონე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ლონდონში ანტონიო კონტესთან ერთად 2021 წლის ნოემბერში ჩავიდა.

"ტოტენჰემმა" მისი გარდაცვალების ინფორმაცია დღეს გაავრცელა.

იტალიელი სპეციალისტი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა სამშობლოში, მათ შორის, 1994 წლიდან 2004 წლამდე "იუვენტუსშიც". გარდა ამისა, მას აზიაშიც უმუშავია, კერძოდ - ჩინეთში.

ვენტრონეს გუნდში მეტსახელიც ჰქონდა. მისი მკაცრი ვარჯიშების გამო ჯან პიეროს "საზღვაო ქვეითს" ეძახდნენ. სოციალურ ქსელში დიდი ხნის განმავლობაში პოპულარული იყო ვიდეო, სადაც "ტოტენჰემის" ფეხბურთელები მძიმე ვარჯიშის შემდეგ, ძალა გამოცლილები იწვნენ ძირს. ეს ყველაფერი კი სწორედ ვენტრონეს "ბრალი" იყო.

რამდენადაც მკაცრი იყო ჯან პიერო მოედანზე, იმდენად თბილი იყო მის გარეთ.

”ის იმდენად გულთბილი იყო, რომ რთულ მომენტებში ყოველთვის მეხუტებოდა და მამხნევებდა. ის მუდამ ჩემ გვერდით იყო და სულ მზად იყო სხვების დასახმარებლად." -ამბობს სონი

კორეელი ერთ-ერთი მათგანი იყო იმ ფეხბურთელებს შორის, რომელიც იტალიელი მწვრთნელის მძიმე 2-საათიან ვარჯიშებს აპროტესტებდა. თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად "საზღვაო ქვეითი" ყველას ძალიან უყვარდა.

სხვა სტატიები