Belive

6 ტიტული ერთ კალენდარულ წელში | პსჟ ბრწყინვალე სეზონის დაგვირგვინებასთან ახლოსაა

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს, საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებულ ფლამენგოს დაუპირისპირდება, შეხვედრა 21:00 საათზე კატარის ქალაქ დოჰაში გაიმართება. პსჟ-მ მიმდინარე წელს ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის ლიგა 1, თასი, სუპერთასი და უეფას სუპერთასი მოიგო.

თუ დღეს პარიზელები საკონტინენტთაშორისო თასს მოიგებენ, პსჟ ისტორიაში მესამე კლუბი გახდება, რომელიც ერთ კალენდარულ წელში 6 ტიტულს მოიგებს. ეს შედეგი წარსულში დაფიქსირებული აქვთ მხოლოდ ბარსელონას და ბაიერნს.

კიდევ ერთი ტიტულისთვის ბრძოლაში ხვიჩა კვარაცხელიაც იქნება ჩართული, რადგან როგორც სხვადასხვა წყაროში ვკითხულობთ ქართველი ფეხბურთელი დღევანდელი შეხვედრის ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება და ფლამენგოს პირველივე წუთიდან შეუტევს.

სხვა სტატიები