Belive

ანრიმ როდრი შეაქო და განაცხადა, რომ ბარსელონამ ახალი ბუსკეტსი გაიფორმა

1 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტიერი ანრიმ, როდრის ბარსელონაში ტრსანსფერი მოუწონა და განაცხადა, რომ კლუბმა, ესპანელის დამატებით, ახალი სერხიო ბუსკეტსი იპოვა. CBS Sports-ის ეთერში, ანრის ჰკითხეს, არის თუ არა როდრი ბუსკეტზე უკეთესი ფეხბურთელი, რაზეც ფრანგს დებატები არ წამოუწყია და ეს საკითხი არ გააღვივა. მიუხედავად ამისა, ბარსელონას ყოფილმა წევრმა, მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი ახალი ეპოქის ბუსკეტსად მოიხსენია.

არ ვიცი ბუსკეტზე უკეთესი არის თუ არა - ეს სრულიად სხვა საკითხია, მაგრამ არასდროს ველოდი, რომ კიდევ ერთ ასეთ ფეხბურთელს ვიხილავდი. მე ბუსკეტსის თამაში ვნახე და ახლა კიდევ ერთ მისნაირს ვხედავ. ბარსელონამ, როდრის სახით, ახალი სერხიო ბუსკეტსი დაიმატა. - ტიერი ანრი

როდრიმ ბარსელონაში უკვე რამდენიმე თამაშში მიიღო მონაწილეობა. ანრის განცხადების მიუხედავად, ბევრის აზრით, კატალონიელთა ახალწვეულს, ბუსკეტსამდე ბევრი უკლია, მაგრამ ის, რომ ბარსელონამ, მისი სახით, დღევანდელ ფეხბურთში, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი შეიძინა - ეს ფაქტია. დღეს როდრი, ბარსელონას მაისურით, პირველ ჩემპიონთალიგურ შეხვედრას გამართავს. კატალონიური კლუბი, სტუმრად, როტერდამის ფიენოორდს მიიღებს.

სხვა სტატიები