4-თვიანი უქმობის შემდეგ შესაძლოა დე ხეა ფეხბურთს დაუბრუნდეს
რამდენიმე კვირის წინ Sun-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად იყო დე ხეა კვლავ დაემატებინა. ინგლისური კლუბი მათ ყოფილ მეკარესთან მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, 33 წლის კარის დარაჯი კვლავ უგუნდოდ არის. ესპანური გამოცემა Eldes Marque ამტკიცებს, რომ დავიდი "რეალ ბეტისთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს. მათი თქმით, მანუელ პელეგრინი ესპანელი მეკარის მოკლე ვადით დამატებას გეგმავს. სევილიელთა კარს კლაუდიო ბრავო იცავს, რომელიც აპრილში 40 წლის გახდება.
🚨 David De Gea FINALLY set to join new club four months after leaving Manchester United pic.twitter.com/vSGAJfjQMi
— SPORTbible (@sportbible) November 10, 2023
"ბეტისი" ლა ლიგაში მეექვსე ადგილს იკავებს. პელეგრინის გუნდს პირველ 12 მატჩში ხუთი მოგება აქვს. ამასთან ერთად სევილიელები ევროპა ლიგის ჯგუფსაც ლიდერობენ.