ლივერპულის მორიგი მძიმე დარტყმა - სობოსლაი 8 მატჩს გამოტოვებს
"ლივერპულისა" და უნგრეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი - დომინიკ სობოსლაი ტრავმირებულია და 8 მატჩს გამოტოვებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნგრელმა 23 წლის შემტევმა ბარძაყის არეში მძიმე დაზიანება ჯერ კიდევ იანვარში მიიღო, თუმცა "არსენალთან" მატჩის მიმდინარეობისას ტრავმა გაურთულდა და ახლა მკურნალობაა საჭირო.
როგორც იურგენ კლოპმა განაცხადა, მათთვის ამ უმნიშვნელოვანეს დროს სობოსლაის დატრავმა გუნდისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება, რადგან იგი კლუბის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და კრეატიული მოთამაშეა.
წინასწარი შეფასებით, სობოსლაის შემდეგი კლუბების წინააღმდეგ ვერ ითამაშებს: "ბარნლი"; "ბრენტფორდი"; "ლუთონი"; "ჩელსი"; "უოტფორდი/საუთჰემპტონი"; "ნოტინგემ ფორესტი" და ევროპა ლიგის პირველ საპლეიოფო მატჩს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში დომინიკ სობოსლაის ანგარიშზე 28 ჩატარებულ მატჩში 5 გატანილი გოლი და 4 შესრულებული საგოლე გადაცემაა. მან 3 გოლის გატანა პრემიერ ლიგაში, ხოლო 2 გოლის გატანა EFL თასზე შეძლო.