Belive

30 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია | ჩალობას საოცარი სტატისტიკა ჩელსიში

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტრევორ ჩალობას "ჩელსიში" საოცარი სტატისტიკა აქვს. ის მატჩები, რომელიც ფეხბურთელმა სასტარტოდან დაიწყო გუნდს არ წაუგია. ასეთი შეხვედრა ლონდონელებს სულ 30 აქვთ.

ბოლო შეხვედრა, სადაც ინგლისელმა შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყო "მილანის" წინააღმდეგ იყო. აღნიშნული მატჩში ინგლისელებმა 3:0 იმარჯვეს.

ახალგაზრდა ინგლისელი მცველი დიდ თამაშებში საკმაოდ კარგად იჩენს თავს და ასაკის მიუხედავად, გამოცდილი ფეხბურთელევით თამაშობს. ეს ყველაზე კარგად ვნახეთ ჩემპიონთა ლიგაზე, "მილანის" წინააღმდეგ.

სანაკრებო პაუზის დროს, გავრცელდა ჭორები, რომ "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი გრემ პოტერი, ჩალობას გამოყენებას ნახევარდაცვაში აპირებდა. იმის გამო, რომ ინგლისელი ძალიან კარგი პასებით გამოირჩევა, ის არაჩვეულებრივად მოირგებდა დაცვითი ნახევარმცველის როლს.

მომავალ შეხვედრას ლონდონელები შინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ გამართავენ. აღნიშნული მატჩი 22 ოქტომბერს, თბილისი დროით, 20:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები