Belive

ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, "გალათასარაიმ" მიუნხენის "ბაიერნს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1:3 დამარცხდა.

ეს გამარჯვება მიუნხენური კლუბისთვის ისტორიული გამოდგა და ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარეს.

კერძოდ კი, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის არსებობს ისტორიაში პირეველი გუნდი გახდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ 8 სტუმრად გამართულ შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება.

ამ რეკორდთან ერთად კი "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე 37 მატჩია დაუმარცხებელია.

განვლილი 3 ტურის შემდეგ, A ჯგუფის მიუნხენური კლუბი 9 ქულით ლიდერობს. მეორე პოზიციაზე კი "გალათასარაი" იმყოფება 4 ქულით. მესამე ადგილზე "მანჩესტერია" 3 ქულით, ხოლო ბოლო პოზიციას 1 ქულით "კოპენჰაგენი" იკავებს.

სხვა სტატიები