3 მილიონი და შეთავაზება ლიგა 1-დან | ანზორ მექვაბიშვილის დამატება კიდევ ერთ ევროპულ გუნდს სურს
12 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, ანზორ მექვაბიშვილი ამ ზაფხულს შესაძლებელია უნივერსიტატეა კრაიოვადან ახალ გუნდში გადაბარგდეს. ქართველი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებაზე ლა ლიგის, ლიგა 1-ის და MLS-ის გუდნებიდან ბევრს საუბრობენ, უახლესი ინფორმაციით კი მისი დამატება ტულუზას სურს.
"საქართველოს ნაკრების წევრი ანზორ მექვაბიშვილი ძალიან ახლოს არის კარიერის უმთავრესი კონტრაქტის გაფორმებასთან. ფრანგული ტულუზა 3 მილიონ ევროს იხდის იმ ნახევარმცველის ტრანსფერში, რომელიც კრაიოვას უნივერსიტატეაში 2024 წლის იანვარში გადავიდა და მასთან ერთად უკვე სამი ტიტული მოიპოვა.
კარგმა გამოსვლამ, რომელიც ნახევარმცველს კრაიოვაში აქვს, ისევე როგორც ეროვნულ ნაკრებში მიღებულმა გამოცდილებამ ანზორ მექვაბიშვილი უცხოური კლუბების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
ფრანგები მზად არიან გადაიხადონ ეს თანხა, რაც მათთვის ფინანსურ დაბრკოლებას არ წარმოადგენს, რითაც სრულდება მიჰაი როტარუს მიერ წაყენებული პირობა.
ანზორი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთაგან, რომელთა გამოც ტელეფონი მუდმივად რეკავს, თუმცა პასუხი იგივეა: სამ მილიონ ევროდ ანზორს წასვლა შეუძლია!", - წერს prosport.
ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას შემადგენლობაში 106 მატჩში 7 გოლის გატანა და 12 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან რუმინეთში სამივე ტიტულის მოგება მოახერხა, ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის, ამავე დროს კრაიოვამ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ითამაშა.