27 მატჩი, 27 გოლი - ჰოლანდი ნორვეგიული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში, კვიპროსმა ნორვეგიას უმასპინძლა და 0:4 განადგურდა.
სტუმართა მხრიდან დუბლი ერლინგ ჰოლანდმა შეასრულა, რომელიც გატანილი გოლების წყალობით, ნორვეგიული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
კერძოდ, ერლინგ ჰოლანდმა ნორვეგიის ნაკრებში 27-ე მატჩი ითამაშა და შესრულებული დუბლით 27 გატანილი გოლი დაუგროვდა - ამ შედეგით, 23 წლის ფორვარდი, ნორვეგიული ფეხბურთის ისტორიაში, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
27 goals in 27 caps 🤖🇳🇴
— FOX Soccer (@FOXSoccer) October 12, 2023
After scoring twice against Cyprus, Erling Haaland is now Norway’s second-all-time leading goalscorer! pic.twitter.com/cOHgQoiST9
ნორვეგიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის ბომბარდირი - იორგენ იუვეა, რომლის ანგარიშზეც 33 გატანილი გოლია.
სკანდინავიელებმა კვიპროსის ნაკრების დამარცხებით A ჯგუფში 10 ქულა დააგროვეს და მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
შემდეგ ტურში კი ნორვეგიელები ესპანეთს უმასპინძლებენ. მატჩი 15 ოქტრომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.