Belive

ემილიანო მარტინესი: "თუ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ, იმ დღესვე წავალ ფეხბურთიდან"

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების 33 წლის მეკარემ - ემილიანო მარტინესმა, მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე პრესასთან შეხვედრა გამართა, სადაც მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მისი გუნდის შანსებზე ისაუბრა.

"მსოფლიო ჩემპიონების რანგში ჩამოვედით ამერიკაში და ეს ჩვენთვის დიდი მოტივაციაა, რაც უფრო მეტ ძალას გვმატებს და უკეთესს გვხდის.

ჩემი გუნდის დიდი იმედი მაქვს და გვჯერა, რომ ზედიზედ მეორედ შეგვიძლია მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

სიმართლე გითხრათ ბევრი ვიფიქრე და მინდა სიგიჟე გავაკეთო, თანაც ნელ-ნელა ასაკიც უკვე ხელს მიშლის, ამიტომ თუ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით, იმ დღესვე სტადიონზე გამოვაცხადებ ან მეორე დღეს კარიერას დავასრულებ, რადგან ამაზე მეტს და დიდს ვეღარაფერს გავაკეთებ..." - ემილიანო მარტინესი

შეგახსენებთ, რომ ემილიანო მარტინესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდა. 33 წლის მეკარე ნაკრებში 2021 წლიდან თამაშობს და ჯამში 59 მატჩი აქვს ჩატარებული. იგი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონია და 2-ჯერ კოპა ამერიკა აქვს მოგებული (2020/2021 ; 2023/2024).

არგენტინის ნაკრები 2026 წლის მუნდიალზე J ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ალჟირის, ავსტრიისა და იორდანიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები პირველ მატჩს 17 ივნისს, ალჟირის წინააღმდეგ გამართავენ.

სხვა სტატიები