Belive

ტრაგედია ესპანეთში - კორდობას 18 წლის ფეხბურთელი გარდაცვლილი იპოვეს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური "კორდობას" 18 წლის ფეხბურთელი - ალვარო პრიეტო ლოპესი ტრაგიკულად გარდაიცვალა.

პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთხი დღის წინ დაიკარგა, 16 ოქტომბერს კი იგი გარდაცვლილი იპოვეს ესპანეთის ერთ-ერთი ქალაქის მატარებლის სადგურთან, სადაც ბოლოს მისი კვალი ქრებოდა.

ესპანეთის მესამე დივიზიონის და ერთ დროს ლა ლიგის კლუბმა "კორდობამ" ეს ინფორმაცია დაადასტურა.


პირველადი ინფორმაციით, 18 წლის ფეხბურთელი სავარჯიშოდ სხვა ქალაქში იყო და მშობლიურ კორდობაში ბრუნდება, რა დროსაც მას მობილური ტელეფონი ლიანდაგებს შორის ჩაუვარდა, მან ტელეფონის ამოღება სცადა, რა დროსაც საპირისპირო მხრიდან მომავალი მატარებელი დაეჯახა.

ალვარო "კორდობას" ახალგაზრდული კლუბის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა და იგი კლუბის ბომბარდირი იყო.

სხვა სტატიები