25 ფეხბურთელი, რომელმაც 21-ე საუკუნეში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა გააკეთა
4 წლის წინ
ფეხბურთი
9 წთ
25. ქარიმ ბენზემა
მატჩი: 740 საგოლე გადაცემა: 146 თავდამსხმელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. გარდა იმისა, რომ ბენზემა მადრიდის "რეალის" ისტორიაში ხუთ საუკეთესო ბომბარდირ შორისაა, მას ამ ტიტულის საუკეთესო მფლობელის, კრიშტიანუ რონალდუს წარმატებაშიც უდიდესი წვლილი მიუძღვის.
24. დევიდ ბექჰემი
მატჩი: 581 საგოლე გადაცემა: 176 მისი მარჯვენა ფეხი მეტოქეებისთვის მომაკვდინებელი იყო. შედეგიანობის თვალსაზრისით, მისი საუკეთესო სეზონი 1999/2000 წლები გამოდგა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით, პრემიერლიგაში 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.
23. ჰალკი
მატჩი: 601 საგოლე გადაცემა: 178 ყველგან, სადაც ფიზიკურად ძლიერმა ბრაზილიელმა ითამაშა, თავისი კვალი დატოვა. 2015/16 წლების სეზონში, რუსეთის ლიგის 29 მატჩში მან "ზენიტის" ფეხბურთელებს გოლი 19-ჯერ გაატანინა. მისი შესაძლებლობების ფონზე, სამწუხაროა, რომ ჰალკმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, კარიერის დიდი ნაწილი ტოპ ჩემპიონატებში არ გაატარა.
22. უეინ რუნი
მატჩი: 862 საგოლე გადაცემა: 179 ბენზემას მსგავსად, რუნიც სრულყოფილი თავდამსხმელის განსაზღვრებაა. გარდა იმისა, რომ ინგლისელი პრემიერლიგის ისტორიაში მეორე საუკეთესო ბომბარდირია, ის საგოლე გადაცემების მანქანაც გახლავთ და 2007/08 წლების სეზონში თანაგუნდელებს 13-ჯერ დაეხმარა.
21. ედენ აზარი
მატჩი: 675 საგოლე გადაცემა: 181 შემოქმედი გენიოსი. 2011/12 წლების სეზონში, "ლილში" ყოფნისას, მან 20 გოლს 18 შედეგიანი პასიც დაუმატა.
20. ანდრეს ინიესტა
მატჩი: 849 საგოლე გადაცემა: 182 ინიესტას თამაში ბევრად მეტი იყო, ვიდრე გოლები და საგოლე გადაცემები, თუმცა ყველა დროის ერთ-ერთმა უტიტულოვანესმა ნახევარმცველი შედეგიანობის კუთხითაც მოწინავეთა შორისაა.
19. დუშან ტადიჩი
მატჩი: 587 საგოლე გადაცემა: 185 სერბმა ფორვარდმა, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად პროგრესირებს, წინა სეზონში, "აიაქსის" მაისურით ერედივიზიონში მხოლოდ 25 მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს 15 საგოლე პასის გასაკეთებლად სავსებით საკმარისი აღმოჩნდა.
18. დრის მერტენსი
მატჩი: 691 საგოლე გადაცემა: 188 თანამედროვე ეპოქის ერთ – ერთი ყველაზე დაუფასებელი შემტევი. მრავალფეროვანმა თავდამსხმელმა ზედიზედ ოთხ სეზონში 10-ზე მეტი საგოლე პასი გაიფორმა.
17. ტიერი ანრი
მატჩი: 716 საგოლე გადაცემა: 190 ფრანგი ლეგენდა უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ცივსისხლიანი ბომბარდირი. 2002/03 წლების სეზონში დაგროვებული 20 საგოლე გადაცემა დღესაც პრემიერლიგის რეკორდია.
16. ნეიმარი
მატჩი: 501 საგოლე გადაცემა: 190 ბრაზილიელი ერთ მატჩში საშუალოდ 0.38 საგოლე გადაცემას აკეთებს, რაც ამ სიაში მყოფ ფეხბურთელებს შორის მეორე შედეგია. "ბარსელონაში" მიჯრით სამ სეზონში ნეიმარმა სულ მცირე, ათ საგოლე პასს მოუყარა თავი.
15. არიენ რობენი
მატჩი: 703 საგოლე გადაცემა: 193 რობენს საგოლე პასების რაოდენობით ერთ კოკნკრეტულ სეზონში რეკორდი არ დაუმყარებია, თუმცა საერთო ჯამში თანაგუნდელებს თითქმის 200-ჯერ დაეხმარა. წარმოიდგინეთ ნიდერლანდელის შედეგები ტრავმების გარეშე...
14. ზლატან იბრაჰიმოვიჩი
მატჩი: 681 საგოლე გადაცემა: 196 საკულტო შვედი ფიგურის შედეგები გასაოცარია. საკლუბო კარიერაში მან 5 ისეთი სეზონი ჩაატარა, როცა ორივე კომპონენტში 10-ციფრიან მაჩვენებელს ასცდა.
13. დავიდ სილვა
მატჩი: 754 საგოლე გადაცემა: 200 პირველი ფეხბურთელი ორასიანთა კლუბიდან. გენიოსი გამთამაშებელი, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. მაგიურმა ესპანელმა პრემიერლიგის ხუთ სხვადასხვა სეზონში საგოლე გადაცემების 10-ციფრიანი ბარიერი გადალახა.

11. ანდრეი არშავინი
მატჩი: 700 საგოლე გადაცემა: 201 რუსი ფეხბურთელის გატარებული დრო "არსენალში" მაინცდამაინც სტაბილური არ გახლდათ, თუმცა გულშემატკივარს ცხადია, მისი პოკერი "ლივერპულთან" არასოდეს დაავიწყდება. რაც შეეხება საგოლე პასების მხრივ შედეგიან სეზონს, არშავინმა მშობლიურ ჩემპიონატში, "ზენიტის" მაისურით 106 საგოლე გადაცემა მოაგროვა.
10. შტეფან ჰოფმანი
მატჩი: 629 საგოლე გადაცემა: 208 ალბათ იკითხავთ: "ვინ"? დიახ, ეს ფეხბურთელი ჩვენს ნუსხაში ჩამოთვლილი გვარებისგან ძალიან შორს დგას, თუმცა ის ვენის "რაპიდის" ლეგენდაა და სტატისტიკით არაერთ ვარსკვლავსაც უსწრებს. ავსტრიელმა ფეხბურთელმა დედაქალაქურ კლუბში 540 მატჩში, 128 გოლი გაიტანა და 208 საგოლე გადაცემა მიითვალა. ყველაზე გასაოცარი კი 2007/08 წლების სეზონში გაკეთებული 25 საგოლე პასია.
9. თომას მიულერი
მატჩი: 667 საგოლე გადაცემა: 224 გერმანიის ნაკრების შემტევმა რამდენიმე დღის წინ, ბუნდესლიგის რეკორდი გაიმეორა და ერთ სეზონში 21 საგოლე გადაცემას მოუყარა თავი.





3. ლუის სუარესი
მატჩი: 713 საგოლე გადაცემა: 256 გახსოვთ ჩვენს მიერ ნახსენები ფრაზა - „სრულფასოვანი თავდამსხმელი“? ეს ბიჭი ამ სიტყვათაშეთანხმების იდეალური ასახვაა. ცენტრალური თავდამსხმელი, რომლის აქტივშიც 250-ზე მეტი საგოლე გადაცემაა. უბრალოდ გასაოცარია.
2. კრიშტიანუ რონალდუ
მატჩი: 1008 საგოლე გადაცემა: 258 შესაძლოა ამ ადამიანს ამ სიაში საერთოდ არ ელოდით, ან მასთან შეხვედრის მოლოდინი გაცილებით ადრე გქონდათ. დიახ, რონალდუ ხომ გუნდური მოთამაშე არ არის და მხოლოდ პირად სტატისტიკაზე ფიქრობს... თავად განსაჯეთ: 5 ოქროს ბურთის მომგებმა ფეხბურთელმა კარიერაში 258 საგოლე გადაცემა გააკეთა.
1. ლიონელ მესი
მატჩი: 866 საგოლე გადაცემა: 319 საგოლე პასების მეფე! 6 ოქროს ბურთის, 700 კარიერული გოლის, 4 ჩემპიონთა ლიგის და შესანიშნავი ფეხბურთის შემდეგ, არგენტინელის თამაშის ეს კომპონენტი ერთი შეხედვით შეუმჩნეველი რჩება, მაგრამ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის აქტივში ლა ლიგის 12 სეზონში (დიახ, არ გეჩვენებათ, ნამდვილად 12 წერია) შესრულებული სულ მცირე 10 საგოლე პასია.
- ზლატან იბრაჰიმოვიჩი
- ანდრეი არშავენი
- შტეფან ჰოფმანი
- ჩავი ერნანდესი
- ქარიმ ბენზემა
- კევინ დე ბრუინე
- ჰალკი
- დუშან ტადიჩი
- თომას მიულერი
- ანხელ დი მარია
- ანდრეს ინიესტა
- სესკ ფაბრეგასი
- უეინ რუნი
- კრიშტიანუ რონალდუ
- ედენ აზარი
- მესუთ იოზილი
- ფრანკ რიბერი
- არიენ რობენი
- ლიონელ მესი
- დავიდ სილვა
- დრის მერტენსი
- დევიდ ბექჰემი
- ლუის სუარესი
- ნეიმარი
- ტიერი ანრი