Belive

5 მიზეზი თუ რატომ შეიძლება დაამარცხოს მესიმ ჰოლანდი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

2023 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულის შესახებ კამათი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უფრო გამძაფრდა.

შთამბეჭდავი სეზონი ერლინგ ჰოლანდმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებით დააგვირგვინა. ნორვეგიელმა ფორვარდმა წელს პრემიერ ლიგაში 33 მატჩი ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა. გარდა ამისა, ერლინგმა "სიტისთან" ერთად ისტორიული შედეგი დააფიქსირა და ტრებლი მოიგო.

გასულ წელს ლიონელ მესიმ არგენტინასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და ოქროს ბურთის პოტენციურ გამარჯვებულთა სიაში საგრძნობლად დაწინაურდა.

გულშემატკივრების ნაწილი ფიქრობს, რომ ოქროს ბურთს არგენტინელი იმსახურებს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ საუკეთესოს ტიტულს ერლინგ ჰოლანდი იმსახურებს.

აქ შეგიძლიათ იხილოთ 5 მიზეზი თუ რატომ დაამარცხებს მესი ჰოლანდს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში.

1. ლეო მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია

მსოფლიო ჩემპიონატის თასი უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანია საფეხბურთო სამყაროში. მესიმ, წინა წლების იმედგაცრუების შემდეგ, ის საბოლოოდ მეხუთე მცდელობაზე მოიგო. რაც შეეხება ჰოლანდს, ნორვეგიამ კატარის მუნდიალზე ასპარეზობის უფლება ვერ მოიპოვა.

2. მესის პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატზე

35 წლის ფეხბურთელმა არამარტო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, არამედ "ალბისელესტეს" გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. კაპიტანმა მაშინ ულიდერა გუნდს, როცა მის ქვეყანას სჭირდებოდა. გაიტანა გადამწყვეტი გოლები და ამის გამო ტურნირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.

3. მესის შესანიშნავი სეზონი

შესაძლოა, "პსჟ" ჩემპიონთა ლიგიდან ადრეულ ეტაპზე გამოვარდა, მაგრამ მესის მაინც კარგი სეზონი ჰქონდა. მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 38 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მისი გოლების წყალობით პარიზულმა გრანდმა ლიგა 1-ის კიდევ ერთი ტიტული მოიგო. რა თქმა უნდა, მისე შედეგი ჰოლანდის ასტრონომიულ მაჩვენებლებთან ახლოსაც ვერ მივა, თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მის ასაკში მესის ფანტასტიური სეზონი ჰქონდა.

4. ჰოლანდმა დიდ თამაშებში თავი ვერ გამოიჩინა

ერთადერთი რასაც შეეძლო სასწორი ჰოლანდის მხარეს გადაეწონა, ნორვეგიელის ლიდერობა იყო. მიუხედავად მისი ნაჩვენები შედეგისა, ჰოლანდი დიდ თამაშებში თითქმის შეუმჩნეველი იყო. FA თასის 1/4 ფინალიდან მოყოლებული ჩმპიონთა ლიგის ფინალამდე ერლინგი განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის საუკეთესო მოთამაშის ტიტული როდრიმ დაიმსახურა.

5. "მანჩესტერ სიტის" გუნდურობა

პეპ გვარდიოლა ყოველთვის ახერხებდა, რომ კლუბებს გუნდირად ეთამაშათ, მიუხედავად იმისა, რომ მას მსოფლიო დონის ინდივიდუალისტები ჰყავდა. შესაძლებელია, ჰოლანდის გოლების რაოდენობა მისი პოზიციონირებისა და კარის წინ მტაცებლური ხასიათის შედეგია, მაგრამ მის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს მისმა თანაგუნდელებმაც, განსაკუთრებით კევინ დე ბრუინმა.

ერთ მხარეს გვყავს ადამიანი, რომელმაც საკუთარი შესაძლებლობების ხარჯზე საკუთარი ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახადა. მეორე მხარეს კი, გოლების მანქანაა, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატი სადებიუტო სეზონშივე დაიპყრო.

სხვა სტატიები