Belive

25 მილიონი ევრო არგენტინელი ტალანტის სანაცვლოდ - სიტი რივერ პლეიტთან შეთანხმდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,რივერ პლეიტთან'' 17 წლის ტალანტის, კლაუდიო ეჩევერის ტრანსფერი შეათანხმა, ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ,,ქალაქელები'' შემტევის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ეჩევერი, რომლის გადაბირებით ,,ბარსელონაც'' ინტერესდებოდა, ,,სიტისთან'' მრავალწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მომავალ სეზონს კი იჯარით ,,რივერ პლეიტში'' გაატარებს.

არგენტინელმა წელს თავი მსოფლიოს 17-წლამდელთა ჩემპიონატზე გამოიჩინა, სადაც 5 გოლის გატანა შეძლო (მათ შორის ჰეთ-თრიკი ბრაზილიასთან მეოთხედფინალში) და ტურნირის ბომბარდირებს შორის მე-3 ადგილი დაიკავა.

სხვა სტატიები