Belive

23-წლამდე მეკარეთა შორის, მამარდაშვილი ყველაზე ძვირი ღირს

9 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავი თამაში "ვალენსიაში", ევროპის ბევრი გუნდის ყურადღებას იპყრობს. მეკარე, დიდი ალბათობით, ბაზარზე ამ ზაფხულს იქნება, რადგან ვალენსიას ხელმძღვანელობა, დიდ თანხად, მის გაყიდვას გეგმავს და წელს ყველა თვალი ქართველი მეკარისკენაა მიმართული.

გასულ ზაფხულს, ვალენსიამ უკვე მიიღო შემოთავაზება (ის იყო მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ვარიანტი, როდესაც კურტუა ტრავმირებული იყო), მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა მოუსმინა მწვრთნელებს და ამჯობინა მამარდას გასხვისება გადაედო.

ვალენსია ქართველისთვის საკმაოდ ბევრ შემოთავაზებას მიიღებს. კლუბმა, რომელმაც იცის ეს სიტუაცია, უკვე გამოსცადა მეკარეები, რომლებსაც კონტრაქტი ეწურებათ ან რომელთა ღირებულება მინიმალურია, როგორც ეს "რაიო ვალეკანოს" მეკარის, დიმიტრიევსკის შემთხვევაში მოხდა. გულშემატკივრებს სურთ, რომ ბარახას პროექტი გაგრძელდეს იმ კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომლებიც ამჟამად კლუბში არიან, მაგრამ ეს, ხელმძღვანელობის გადმოსახედიდან, საკმაოდ რთული ჩანს.

მთელ ევროპაში არ არსებობს 23 წელზე უფრო პატარა მეკარე, რომლის საბაზრო ღირებულებაც მამარდაშვილისაზე მეტია. მასთან ახლოს მხოლოდ "ბენფიკას" უკრაინელი კიპერი, ანატოლი ტრუბინია (22 წლის), რომლის საბაზრო ღირებულება 25 მილიონია. "ლილის" მეკარე, ლუკას შევალიეს ფასი (22 წლის) 18 მილიონს მიაღწევს. მთელ კონტინენტზე მხოლოდ სამი მეკარე აღწევს 15 მილიონიან ნიშნულს. ფილიპ იორგენსენი (21 წლის), "ვილიარეალიდან", ბარტ ვერბრუგენი (21 წლის) "ბრაიტონიდან" და ჯეიმს ტრაფორდი (21 წლის) "ბარნლიდან". რა თქმა უნდა, ყველა მათგანს, ელიტაში თამაშის გაცილებით ნაკლები გამოცდილება აქვს, ვიდრე გიორგი მამარდაშვილს.

სხვა სტატიები