,,22 წლის გახდა და უკვე ვეტერანს ჰგავს'' - Corriere dello Sport-ი კვარაზე
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,კრემონეზესთან'' გატანილი გოლის შემდეგ, იტალიური გამოცემა - Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს ასე გამოეხმაურა:
,,ის 22 წლის გახდა, სერია A-ში ახალწვეულია, მაგრამ უკვე ვეტერანს ჰგავს! კლასი, ლიდერობა და მოტივაცია! მეცხრე გოლი სერია A-ში!
დაბადების დღეს გილოცავთ, კვარა!'' - წერს გამოცემა სოციალურ ქსელში.
იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,კრემონეზეს” უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ანგარიში გახსნა.
22 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 59 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 17 თებერვალს, ,,სასუოლოსთან” სტუმრად გამართავს.