21 წლიანი ეპოქის დასასრული - ხესუს ნავასი სევილიას სეზონის ბოლოს დატოვებს
38 წლის ლეგენდარული ესპანელი მოთამაშე - ხესუს ნავასი, "სევილიაში" 21-წლიან კარიერას ასრულებს და სეზონის ბოლოს კლუბს ოფიციალურად დატოვებს.
ლეგენდარულმა კაპიტანმა კლუბის გულშემატკივრებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადა და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა.
— Jesús Navas (@JNavas) May 16, 2024
ხესუს ნავასი "სევილიაში" 2003/2004 წლების სეზონიდან თამაშობდა, იგი კლუბის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც 686 მატჩის ჩატარება შეძლო, სადაც 37 გოლი გაიტანა და 119 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ხესუს ნავასმა 2-ჯერ შეძლო "სევილიასთან" ერთად ევროპა ლიგის მოგება, ასევე 2-ჯერ გახდა ესპანეთის თასის გამარჯვებული. გარდა ამისა, მან მოიგო ესპანეთის სუპერთასი და 2-ჯერ უეფას თასი. 2022/2023 წლებში დასახელდა "სევილიას" წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
აქვე შეგახსენებთ, რომ ხესუს ნავასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია.