Belive

2018 წელს სერხიო რამოსმა დოპინგის კონტროლის პროცედურა დაარღვია, მაგრამ არ დასჯილა

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

Relevo-მ სევილიას მცველის დოპინგის ტესტის შესახებ ინფორმაცია აქვეყნა, რომელიც 2018 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება. რამოსმა დოპინგის კონტროლის წესები 2018 წელს დაარღვია, როდესაც შარდის გამოყოფამდე შხაპი მიიღო. ის არ დასჯილა, რადგან პროცედურა დოპინგ-ოფიცერმაც შეცდომით ჩაატარა.

2018 წლის 15 აპრილს, რამოსი, რომელიც მაშინ მადრიდის "რეალში" თამაშობდა, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, მალაგასთან გასვლითი მატჩის შემდეგ დოპინგ ტესტზე გამოიძახეს. სერხიომ დოპინგ-ოფიცერს ჰკითხა, შეეძლო თუ არა შხაპის მიღება შარდის ანალიზის ჩატარებამდე და აუხსნა, რომ გუნდი მის მადრიდში გაფრენას ელოდა. ოფიცერმა ფეხბურთელს უარი უთხრა და აღნიშნა, რომ ეს აკრძალულია. რამოსი და მადრიდის რეალის ექიმი ოფიცერს არ დაეთანხმნენ, რის შედეგადაც ფეხბურთელმა მისი თანდასწრებით შხაპი მიიღო. დოპინგის ოფიცერმა ფეხბურთელს და ექიმს უთხრა, რომ ამას დასკვნაში ჩაინიშნავდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

Der Spiegel-მა ამ ვითარების შესახებ 2018 წელს გაავრცელა ინფორმაცია, მაგრამ ახლა ცნობილი გახდა, რატომ გადაურჩა რამოსი დასჯას. წესების მიხედვით, ტესტის თავიდან აცილება ან ქმედებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს შედეგზე, იწვევს იმავე სასჯელს, როგორც უშუალოდ ტესტის დადებითობა.

რამოსი არ დასჯილა, რადგან კონტროლს ახორციელებდა არა ორი ოფიცერი, როგორც ამას წესებბი მოითხოვს, არამედ - ერთი. მეორე ოფიცრის როლი პირველის მამამ შეითავსა, რაც აკრძალულია.

რამოსის წინააღმდეგ საქმე აღიძრა, მაგრამ სანქციები არ დაწესებულა. შეგახსენებთ, რომ არ არსებობს რაიმე ინფორმაცია, რომ რამოსის დოპინგის ტესტი დადებითი იყო.

სხვა სტატიები