სერხიო რამოსი სევილიას თავისუფალ აგენტად ტოვებს
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სერხიო რამოსი "სევილიას" დატოვებს. რომანოს მიხედვით, ესპანელი მცველი სევილიურ კლუბს ერთი სეზონის შემდეგ დაემშვიდობება. ამავე წყაროზე დაყრდნობით, გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
38 წლის რამოსის დამატება გუნდებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლებათ.
სერხიო რამოსმა კარიერის განმავლობაში "სევილიას" მაისური 87-ჯერ მოირგო და აქედან 10-ჯერ შეძლო მოწინააღმდეგის კარის აღება.
🚨⚪️🔴 BREAKING: Sergio Ramos leaves Sevilla after one season, decision made.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 17, 2024
He’s available as free agent again. pic.twitter.com/L9U6ENd6z1