2000-იანი წლების საუკეთესო მწვრთნელები FourFourTwo-ს ვერსიით
ბრიტანული ჟურნალის, FourFourTwo-ს ვერსიით, 2000-იანი წლების საუკეთესო მწვრთელი იტალიელი სპეციალისტი - მარჩელო ლიპია:
,,2006 წელს მარჩელო ლიპიმ იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რითაც მის ძალიან დიდ სიას კიდევ ერთი ტიტული დაემატა.
სხვა არაერთი მწვრთნელის მსგავსად, მთელ მსოფლიოში მანაც ბევრი იმოგზაურა და კარიერის ბოლო ეტაპი ჩინეთში გაატარა. თუმცა, აღმოსავლეთში გამგზავრებამდე დიდი ხნით ადრე, 2000-იანი წლების დასაწყისში, იუვენტუსის უძლიერესი გუნდის უკან სწორედ ის იდგა.'' - წერს FourFourTwo იტალიელზე.
Top ათეულში ყველაზე მეტი, 4 მწვრთნელი სწორედ იტალიიდანაა, ამ მხრივ მეორე ადგილს ნიდერლანდები იკავებს (2 სპეციალისტი).
2000-იანი წლების 10 საუკეთესო მწვრთნელი FourFourTwo-ს ვერსიით (მითითებულია გუნდები, რომლებშიც ამ პერიოდში მუშაობდნენ):
მარჩელო ლიპი (იუვენტუსი, იტალიის ნაკრები)
ჟოზე მოურინიო (პორტუ, ჩელსი, ინტერი)
სერ ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ჯოვანი ტრაპატონი (იტალიის ნაკრები, ბენფიკა, შტუტგარტი, ზალცბურგი, ირლანდიის ნაკრები)
კარლო ანჩელოტი (მილანი, ჩელსი)
ოტმარ ჰიცფელდი (ბაიერნი, შვეიცარიის ნაკრები)
ლუი ვან გაალი (ნიდერლანდების ნაკრები, ბარსელონა, ალკმაარი, ბაიერნი)
არსენ ვენგერი (არსენალი)
ფაბიო კაპელო (რომა, იუვენტუსი, რეალი, ინგლისის ნაკრები)
გუს ჰიდინკი (სამხრეთ კორეის ნაკრები, პსვ, ავსტრალიის ნაკრები, რუსეთის ნაკრები)